• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, სამშაბათი, 7 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბუბა რომ დაუნახავს, ახლა სიკვდილი შეიძლებაო, ისევ კედლისკენ გადაბრუნებულა და გარდაცვლილა… სხვა ვინ წავიდოდა მომაკვდავთან?” – გორდონი ბუბა კიკაბიძეზე

ალია ავტორი - ალია
00:53 01-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,688

ერთი შეხედვით, ერთ ჩვეულებრივ იანვრის დილას, ლეგენდამ დაგვტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივად იავადმყოფა, მაინც მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალების ამბავი.

ყველასთვის ბუბა იყო, კოლორიტი დიდი გულით, საკმარისი თავდაჯერებით, მომღიმარი თვალებითა და ცოტა ხულიგნური “გრიმასებით”.

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი სცენაზე ვახტანგ კიკაბიძის წარდგენისას, ყოველთვის თან აყოლებდა სიტყვას – ლეგენდა. მისი სახელისა და გვარის მუდმივად ემოციური გამოცხადებისას კი, დარბაზს მქუხარე აპლოდისმენტისკენ მოუწოდებდა. დღეს ჟურნალისტი უკრაინელი ხალხის მეგობარ ლეგენდას ასე იხსენებს.

დიმიტრი გორდონი: – საზარელი ამბავი მოვიდა თბილისად, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ვახტანგ კონსტანტინეს ძე კიკაბიძე. ვახტანგ კიკაბიძე, ლეგენდარული ბუბა, ჩემთვის არა მხოლოდ წლების მეგობარი, არამედ მთელი ეპოქაა. ბავშვობა, ახალგაზრდობა და სულ, სულ თანაარსებობდა ჩემს ცხოვრებაში და ამ ასაკის ყველა ადამიანის ცხოვრებაში.

მსუბუქი, ნიჭის მფრქვეველი, განუმეორებელი ადამიანი იყო, რომელსაც თითქოს მთელი მსოფლიოს ჩახუტება სურდა. ბრძნული, ყველაფრის მცოდნე თვალებისა და კეთილი, ღრმა და გულისხმიერი გამოხედვის მქონე. მე მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მან საერთოდ ყველაფერი იცოდა, რაც იყო, არც არის და რაც მომავალში იქნება.

ახლა ძალიან მინდა თავიდან ვნახო ფილმი “მიმინო”, მისი საუკეთესო როლი კინემატოგრაფიაში, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა ფილმებიც, სადაც შეუდარებელია, თუნდაც “არ დაიდარდო”. მაგრამ “მიმინოში”, რომელიც მისმა მეგობარმა გიორგი დანელიამ (საბედნიეროდ მასთან ვურთიერთობდი) გადაიღო, რა იუმორი, რა ესთეტიკაა… ყველას ვურჩევ, რომ კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ფილმი უკვე სულ სხვა თვალით. ეს ფილმი არის მეგობრობაზე, ურთიერთობაზე, ცხოვრებისეულ ნათელ გრძნობებზე. ვახტანგ კიკაბიძე ნამდვილი მამაკაცი იყო. სიტყვას მუდმივად ასრულებდა. სულ იყო მომხრე იმისა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს.

როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მას 70 წლის იუბილე ჰქონდა. რუსეთში მეგობრობის ორდენით უნდა დაეჯილდოვებინათ. ვახტანგმა უარი თქვა ამ ორდენზე და განაცხადა, რომ ამიერიდან ჩემი ფეხი არ იქნება რუსეთში, რადგან მას ჩემს სამშობლოს ტერიტორიები წაართვაო. მან თქვა და სიტყვა შეასრულა.

ის ფულს გამოიმუშავებდა რუსეთში, მისი ნახვა დიდი ბედნიერება იყო რუსეთის ნებისმიერი ქალაქის პუბლიკისთვის, დარბაზები ყოველთვის გადავსებული იყო მის კონცერტებსა თუ შემოქმედებით საღამოებზე. იმ დროს საქართველოში ამდენ ფულს ვერ იშოვიდა. მაგრამ მან უარი თქვა რუსეთში ჩასვლაზე, რადგან იცოდა, რომ ეს ქვეყანა ფაშისტურია. ყველაფერი ესმოდა.

ძალიან უყვარდა უკრაინა. აქ მას ბევრი მეგობარი ჰყავდა. უკრაინელი ხალხის მიმართ დიდ სითბოს გამოხატავდა. მღეროდა კიდეც ჩვენს ენაზე. როდესაც ჩვენთან ომი დაიწყო, პირველივე დღეებში ვისაუბრეთ. ის გმობდა რუსულ აგრესიას. ფართომასშტაბიანი ბრძოლის გაჩაღებისას მან თქვა, ყველა ვარიანტში, უკრაინა გაიმარჯვებსო!

როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი, აეროპორტში ყოველთვის მხვდებოდა, უკანაც თვითონ მაცილებდა. აუცილებლად ქართულ რესტორანში უნდა დავმსხდარიყავით, აუცილებლად ანსამბლს უნდა ემღერა. უნდა ყოფილიყო ქართული ღვინო და ბედნიერება!

რა იუმორი ჰქონდა. ერთხელ შევბედე და ვკითხე, ბატონო ბუბა, თქვენ კიდევ გსურთ ლარისა ივანოვნა-მეთქი? არ დაახანა და მიპასუხა, ნამდვილ მამაკაცს, სანამ ის მამაკაცია, ყოველთვის სურს ლარისა ივანოვნაო.

როგორ ჰყვებოდა ანეკდოტებს, როგორ ხუმრობდა. ან როგორ მღეროდა… რა მანერით და ტემპერამენტით მღეროდა. ან რა ტემბრი ჰქონდა.

რა ადამიანი იყო. ერთხელ მომიყვა. 80-იანი წლებია, პოპულარობის ზენიტშია. და შუაღამეს მისი სახლის კარზე ზარია. კარი ბატონმა ვახტანგმა გააღო. ბუბა ხარო, ქალს უკითხავს. დიახ. წამოდი, გელოდებაო. ვინ მელოდებაო? ჩემი ქმარი კვდებაო, ქვემოთ ტაქსი გველოდება, წამომყევიო. ჩაუცვამს მაშინვე და ქალს გაჰყოლია. ძველი თბილისის უბანში, ერთ ძველ სახლში მისულან. სახლში რომ შევიდნენ, ქმარი კედლისკენ იყო გადაბრუნებული. ვახტანგს უთქვამს – გამარჯობაო. კაცი გადმობრუნდა. მოვიდა? უკითხავს და ბუბა რომ დაუნახავს, ახლა სიკვდილი შეიძლებაო, ისევ კედლისკენ გადაბრუნებულა… და გარდაცვლილა.

ვინ წავიდოდა ღამით მომაკვდავთან? აი, ამაშია ვახტანგ კიკაბიძის მთელი არსიც.

ძალიან ვწუხვარ მის გარდაცვალებას… ბედნიერებაა, რომ ის ჩემს ცხოვრებაში არსებობდა. ამიტომაც ვარ ბედნიერი.

დიდი ტკივილია, დიდი დანაკლისი… გისამძიმრებთ!“

„პრაიმტაიმი“

თეგები: ბუბა კიკაბიძედიმიტრი გორდონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

13:25 02-07-2023
„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის
ბიზნესი

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

12:52 02-07-2023
„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved