• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრიტანეთში ომიკრონის 10 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 7 ადამიანი

ალია ავტორი - ალია
11:04 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სწრაფად გავრცელებადი ომიკრონის შტამის 10 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო ჯამში, შემთხვევების რაოდენობამ 25 000-ს, ხოლო ახალი შტამით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7-ს მიაღწია. 

ბოლო რამდენიმე დღეა ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. 18 დეკემბერს ბრიტანეთში 90 000-ზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 146 791 კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით კი 1 მილიონზე მეტი მიმდინარე აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინერებულია გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 76.3 %, ორი დოზით 69.6 %, ბუსტერ დოზა კი 35.8 %-მა მიიღო.

ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. განგაშის მეოთხე დონე ნიშნავს, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ან მისი გავრცელების სიჩქარე სწრაფად მატულობს და გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. დიდ ბრიტანეთში განგაშის ყველაზე მაღალი დონე მეხუთეა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მომავალი კვირიდან ინგლისში ვაქცინის ბუსტერ დოზა 18 წელს ზევით ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ თვის ბოლომდე ბუსტერ დოზა ყველა მსურველმა გაიკეთოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. 

ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა, 65-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას.

ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

“მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზა მაინც უზრუნველყოფს ომიკრონით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაცვას, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღებით მიიღწევა.

COVID-19-ის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ვაქცინაცია რჩება”. – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved