ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს მეთიუ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდგინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ independent-ი ავრცელებს.
„დავუჯერე ექიმების რჩევას და კორონავირუსის ტესტი ჩავიტარე, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა“, – დაწერა მან twitter-ზე.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი ფორმის სიმპტომები გამიჩნდა და კორონავირუსზე ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა განვაგრძობ მუშაობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს“, – დაწერა ბორის ჯონსონმა.
კომენტარები