დიდი ბრიტანეთის შავ სიაში მოხვედრილი, პაატა აბულაძე, რომელიც თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დის ქმარია, მისთვის დაწესებულ სანქციებს პირველი კომენტარ–გინებით პასუხობს:
“დედა, რა მითხარი ეს, ბრიტანეთს დავუსანქცირებივარ კაცო. დედა, ჩემი სიკვდილი ეს რა მითხარით, ეგეთი რაღაცა ნელა უნდა მითხრათ ქალბატონო.
ეგეთი რაღაცეები, რომ მაჯახეთ კაცო მე უკვე ასაკში ვარ, შეიძლება გულმა ვერ გადაიტანოს, ბრიტანეთის დედაც მოვ@@ან”
შავ სიაშია მამუკა ფიფიაც, რომელიც მრავალგზის სანქცირებული ფარცხალაძის ახლო გარემოცვად სახელდება.
გაერთიანებულმა სამეფომ პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა.











კომენტარები