• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს

ალია ავტორი - ალია
19:25 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
414

დამოუკიდებელი ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში ვიზიტის შემდეგ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ცნობით, ეს გადაწყვეტილება “თვითნებური” და “პოლიტიკურად მოტივირებულია” და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს – “ეს საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების კიდევ ერთი დასტურია” – წერს ორგანიზაცია.

ბრიტანელი ჟურნალისტი 20 მაისს სომხეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გააჩერეს და 45- წუთიანი ლოდინის შემდეგ, უთხრეს, რომ საქართველოში შესვლა ეკრძალებოდა. ჟურნალისტის თქმით, მისთვის არ აუხსნიათ, რატომ და რის საფუძველზე უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე.

“ჟურნალისტის წინააღმდეგ სანქცია მოჰყვა მასობრივ სიძულვილის კამპანიას, რომელიც აპრილის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი გამოძიება ბრიტანულ გამოცემა Byline Times-ში გამოქვეყნდა. სტატიაში განხილული იყო ბრიტანული ფონდის Hunnewell Partners-ისა და რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კავშირები, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. Hunnewell, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და ფლობს ქვეყნის უდიდეს პროსამთავრობო ტელეარხ „იმედს“.

გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნილი დაკავშირებული იყო „დიფ სთეითთან“, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. „იმედმა“ ჟურნალისტი მიკერძოებაში დაადანაშაულა, აჩვენა მისი ვიზიტის კადრები ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში და გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა კვლავ უარესდება, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მხოლოდ ბოლო თვეებში, ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო, ჩეხი რეპორტიორი რეი ბეისელი და შვეიცარიელი სტეფან გოსი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა” – აღნიშნავს RSF.

RSF-ის 2025 წლის უახლეს რეიტინგში საქართველო ერთდროულად 11 პოზიციით დაქვეითდა – ახლა ქვეყანა 180-დან 114-ე ადგილზეა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved