• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრიტანელი ანალიტიკოსები ომის ბოლო ფაზად ყირიმის გათავისუფლებას ასახელებენ” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:56 04-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,184
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 
“29 აპრილის შეჯემება უკრაინაში:
– ბოლო 24 საათია ძალიან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხარკივის რაიონის სამხრეთით, იზუმი-ბარვინკოვოს გზაზე, სოფელ რიდნესთან. რუსულმა სატანკო ნაწილებმა გარკვეულწილად გაშლა მოახერხა, თუმცა ისე მიიწევდნენ წინ, რომ გზას დიდად არ დაშორებიან. უკრაინულმა არტილერიამ ბოლო დღეების ყველაზე ინტენსიური იერიში მიიტანა რუსულ სატანკო ნაწილებზე და მათი უმრავლესობა სრულად გაანადგურა. შედეგად, რუსული შეტევა შეჩერებული, იერიში კი მოგერიებული. ამასთან, რელიეფი სავსეა საარტილერიო ჭურვებისაგან წარმოშობილი კრატერებით, რაც მექანიზებულ ნაწილებს საველე გადაადგილებას კიდევ უფრო ურთულებს – გზაზე დაბრუნება კი უეჭველი სრული განადგურების ტოლფასი იქნება. ამის ფონზე აშკარაა, რომ იზიუმისაკენ სიტუაცია დასტაბილურდა და მალე კონტრშეტევის შანსიც შეიძლება გაჩნდეს.
– საარტილერიო ცეცხლმა გაანადგურა რუსების დროებითი სამხედრო შტაბი იზიუმთან ახლოს. იქვე რუსების კიდევ ერთი გამანადგურებელი Su-34 ჩამოაგდეს.
– საბრძოლო ოპერაცია გრძელდება ქალაქი ხარკივის შემოგარენშიც. უკრაინელებმა კიდევ უფრო ღრმად შეიწიეს რუსეთის საზღვრისაკენ და მოწინააღმდეგის საარტილერიო პოზიციები გაანეიტრალეს. ეს ის პოზიციებია, რომლიდანაც ხარკივს ბომბავდნენ (სამწუხაროდ, ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზეა და იქიდან ესვრიან ქალაქს). ბოლო სამი დღეა უკრაინელები ინტენსიურად მიიწევენ რუსეთის საზღვრისაკენ.
– დღეს დილით რუსებმა მარიუპოლში “აზოვსტალზე” იერიში სცადეს. ქარხანასთან მიახლოებისას უკრაინელებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. იმდენად ქაოსურია რუსულ ნაწილებში სიტუაცია, რომ უკან დახევისას რუსებმა თავის სამხედროებს ესროლეს. ამასთან, როგორც ჩანს “აზოვსტალში” ანტისატანკო იარაღიცაა, რაც რუსული ჯავშანტექნიკის მიახლოებას კიდევ უფრო ართულებს. მარიუპოლში მსხვერპლი რუსულ რიგებში კვლავ მზარდია.
დღეს მარიუპოლის უკრაინელი მცველები ჩაერთნენ CNN-ს და განაცხადეს, რომ “აზოვსტალში” 60 ბავშვი, მათ შორის ერთი 4 თვის ჩვილია. არიან ექიმები, ოჯახის წევრები, მეომრები და ყველა, ვინც რუსებთან ჩაბარება არ ინება. თუმცა მათივე განცხადებით იმედი კვლავ არავის გადაუწურავს და არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინელები დაიწყებენ კონტრიერიშს და მარიუპოლის დარჩენილი ნაწილის ალყას გაარღვევენ.
– საოცრად კარგად მუშაობენ უკრაინული დრონები. საუბარი არ მაქვს მხოლოდ “ბაირაქტერებზე”, არამედ ჩვეულებრივ დრონებზე, რომლებიც ერთის მხრივ აზუსტებენ რუსების პოზიციების კოორდინატებს (რომელთაც მოგვიანებით არტილერია ანადგურებს), ხოლო მეორეს მხრივ მათზე დამაგრებული ანტისატანკო RKG-3 ყუმბარებით ზემოდან ხვრეტენ რუსულ ჯავშანს. პრაქტიკულად რამდენიმე ათეული დოლარის შეიარაღებით ანადგურებენ რამდენიმე მილიონიან ტექნიკას. გარდა ყველაფრისა, ეს ფსიქოლოგიური შოკის ეფექტადაც მუშაობს. საბრძოლო დრონის პოვნა და განადგურება შეიძლება უფრო ადვილი იყოს რუსებისათვის, ვიდრე მცირე დრონის.
– სიტუაცია კვლავ მძიმეა ლუგანსკის რაიონში. თუმცა უკრაინული საარტილერიო ცეცხლის ფონზე (წინა პოსტში ვიდეო დევს) რუსების სამხედრო მხარდაჭერამ და მომარაგებამ იკლო, რის შედეგადაც სიტუაცია თანდათან სტაბილურდება ამ მიმართულებითაც.
– ლუგანსკის რაიონში ზოგიერთმა ადგილობრივმა მთავრობის წარმომადგენელმა ქალაქების დაკავების შემდეგ რუსებთან თანამშრომლობა დაიწყო. თუმცა ერთ-ერთი მათგანი 25 აპრილს ნოვოაიდარიდან რუსებთან შეხვედრიდან გამოსული გაუჩინარდა დღეს კი მოკლული იპოვეს. ყველა კოლაბორაციონისტისათვის მაგალითი იქნება ეს ამბავი. უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობა თანდათან კიდევ უფრო გაიშლება.
– დღეს უკრაინაში დიდი რაოდენობით პოლონური იარაღი და საბრძოლო ტექნიკა ჩავიდა. მათ შორის 230 ტანკი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასაწყისია.
– ბრიტანელები სიტუაციის შეფასებისას ამბობენ, რომ რუსების სამხედრო ნაწილები ძალიან ცუდად არიან გაწვრთნილები. ისინი დაკავებულ ტერიტორიაზე მარადიორობენ, სვამენ და აუპატიურებენ, ხოლო საბრძოლო ოპერაციებისას უკან დეზორგანიზებულები არიან და ქაოსურად იხევენ უკან. ოფიცრების უმეტესობა ამაზე უარეს მაგალითს იძლევა. საბოლოოდ კი დემორალიზება ანგრევს რუსულ პოზიციებს. მეტიც, ბრიტანელი ანალიტიკოსები ომის ბოლო ფაზად ყირიმის გათავისუფლებას ასახელებენ.”
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved