• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრილიანტი, რომლის აქტივი ნოლია, “ოქროს ბირჟაზე” მიდის ფულის გამოძალვა – დემანტოიდი ლონდონში კარატ ნახევრიანი გაიყიდა მილიონ ნახევარ ფუნტად” – ანდრო გაბისონია

ალია ავტორი - ალია
19:51 12-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
612

ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:

როგორც ვატყობ, ამ ქვეყანაში “პაბრეკუშკების” და საიუვილერო ნაწარმის გამყიდველებს, მათ შორის “ოქროს ბირჟა” სადგურზე ყველას აწყობთ ჩაბნელებული მყიდველი. ეკლესიასავით არიან, საქართველოს სახით მრევლი ჰყავთ და მიდის ფულის გამოძალვა.

ჯერ რომ ყიდიან რამეს არაფერს არც ურჩევენ, არ აუხსნიან, ბუნებრივი, სინთეტიკური თვლები, ან იგივე ბრილიანტი რომ სხვა და სხვა არის ხარისხობრივად ფასების ლამისაა სამჯერ განსხვავებით და ცდილობენ ერთ კატეგორიაში შეტენონ მყიდველს, ერთ სიტყვასაც არ დაძრავენ რომ როგორც აქტივი ბრილიანტი არის ნოლი, რადგან ყიდვის შემდეგ რომ გამოაბიჯებ მაღაზიიდან, იქვე გადახდილი თანხის მინიმუ 30% შეგიძლია დაივიწყო და რაც დრო გავა კიდევ უფრო გაიაფდება.

კი არსებობს რაღაც ხელოვნური “რაპაპორტის” შკალა, მაგრამ ყველა ინვესტორს წიხლებზე კიდია მაგი, არ უნდათ და მორჩა, ბუნებრივად ფერადი თუ არაა. ისე, სილამაზისათვის შეიძლება სადმე დაამატო და მორთო ნაძვის ხის მსგავსად.

ვიმეორებ – აქტივი არის ნულოვანი.

ხალხო, თუ ეჭვობთ და ფიქრობთ ან თუ იცით რომ გაგაჩნიათ ბუნებრივი, ხელოვნური ჩარევებების გარეშე, ქვები ბეჭდებზე, ბრასლეტებზე, კულონები, საყურე… ჩახსენით ის ქვები და ისე აბარეთ მეტალი მაგ სისხლისმწოველებს. მაინც გინულებენ ისინი ქვებს და ნუ აძლევთ საშუალებას ბოლომდე გაგაბრიყვონ. შეინახეთ სახლში. წახვალთ უცხოეთში და იპოვით სად გაყიდოთ.

მსოფლიომ იცის დიდი ხანია, რომ ფერადი ბუნებრივი ქვების საბადოები იწურება და მათი ფასები მხოლოდ იზრდება. ახალ საბადოსაც თუ იპოვნიან, ისიც ამოიწურება. ეს არის აქტივი, ინვესტიცია მზარდი დიდი %-ით. საცაა ევროკავშირი შემოდის აქ და აქაც დადგება ეგ დრო მალე.

შეეშვით ბრილიანტებს, ძვირად ღირებული ხელოვნურად ფასგაბერილი “პაბრეკუშკაა”, რომლის მოპოვება მხოლოდ იზრდება და არ ამოიწურება, რადგან ნახშირბადია და ის ყველგან არის და ეს პროცესი სულ მიდის.

თუ 2021 წელს იქნა წარმოებული 22,834 ტონა ბრილიანტი და მის ხელოვნურ ფასს მხოლოდ ხელოვნური რაოდენობრივი ემისიით და ჰოლივუდური ფილმებით იკავებენ, მაგალითად ტანზანიტი, რომელიც დაახლოებით 585 მილიონი წლის წინათ შეიქმნა და ის შეიქმნა მხოლოდ ერთხელ გარკვეული ბუნებრივი პროცესების დამთხვევით, 2021-ში კი არა, 2012-შიც კი სულ 54 ტონა იყო მოპოვებული და დღეს ბევრად ნაკლებია, მთავრდება.

ასეა ყველა ფერადი ქვა. მაშინ ტანზანიტი ღირდა 10 დოლარი მგონი კარატი, დღეს ფერების და მიხედვით, სიდიდით და სხვა პარამეტრებით 500-1500 დოლარია ერთი კარატი.

დემანტოიდი (მწვანე ძოწის სახეობა) აღარაა. ერთი ბეწო ზომის თუ ნახე, ბედნიერი უნდა იყო. ლონდონში კარატ ნახევრიანი გაიყიდა წელს მილიონ ნახევარ ფუნტად. თავის დროზე მას ზედ არ უყურებდნენ ეხლა კი ხელიდან გამოგლიჯეს.

არც ერთ თეთრ ბრილიანტს არ დაესიზმრება ეგ არასდროს. ყველა ბუნებრივი, განსხვავებული მით უკეთესი, მასეა. ფასები იზრდება. აქტივია. ლონდონი, გერმანია, თურქეთი, რუსეთიც კი აზრზე მოსულია ამ მხრივ, იტალია რავი ხომ ყველგან დადიხართ, წაიღეთ თქვენი სამკაულები და იპოვეთ მანდ წესიერი შემმოწმებლები,

მანდაც არიან “გამომძალველები”, ტურისტების ჯიბეების გამსუფთავებლები, მაგრამ წესიერებიც ბევრია და შეიძლება ისეთი რამ გქონდეთ ხელიდან გამოგგლიჯონ, ლალი მაგალითად, თუ ნამდვილია. ალექსანდრიდები ხომ გახსოვთ სსრკ-ში? აი ფერს რომ იცვლიდა, ისიც ყველა ყალბი იყო აქ. მაგრამ თუ თქვენ ნამდვილი ალექსანდრიდის პატრონი ხართ, 1 კარატიან თვალშიც კი მანქანის ფულს იშოვით.

აქ არა, აქ ოქროს ბირჟაზე არა, აქ მრევლი უნდათ, ბნელი, სხვა ადგილას ნახეთ. ან სულაც ფოსტით გააგზავნეთ სერტიფიკაციაზე. ნუ გეშინიათ, არ მოგიტეხავენ. სერიოზულ ლაბორატორიებში უნდა მიცეთ, 50-150 დოლარი ღირს გააჩნია რა დონის და სიღრმის ტესტი გინდათ. სერტიფიკატსაც თუ დაითრევთ, ჩათვალეთ გაორმაგდა თქვენი აქტივი. ერიდეთ ინდოეთს, ეგვიპტეს და ა.შ. ინდოეთში ტოტალური სიყალბე და შესაბამისად სიაფეა. თუმცა მილიარდ ნახევრიან ქვეყანაში ერთ ორ წესიერს მანდაც ნახავთ, თუ გესმით საგანი.

“აფრიკაში ოქროს მოპოვება შეუძლია ყველას – საგადასახადო როგორ მუშაობს მანდ, გაინტერესებთ?” – ანდრო გაბისონია

თეგები: ანდრო გაბისონია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved