რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ბრიანსკში, ნავთობბაზის ტერიტორიაზე დიდი ხანძარია.
ბრიანსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ცნობით, შეტყობინება ბრიანკის ფოკინსკის რაიონში ხანძრის შესახებ მოსკოვის დროით 02:00 საათზე შევიდა.
ხანძრის მიზეზი უცნობია. დაზარალებულთა შესახებ პრესით ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. თვითმხილველთა თქმით, ხანძარს წინ აფეთქების ხმები უძღოდა.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში ხანძრის ერთმანეთისგან დაშორებული ორი კერა ჩანს. ქსელის მომხმარებელთა თქმით, მეორე კერა ნავთობბაზიდან არცთუ შორს მდებარე სამხედრო ობიექტია.
ზოგიერთი წყარო რაიმე მინიშნების გარეშე აღნიშნავს, რომ ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან 130 კმ-ში მდებარეობს.
კომენტარები