პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
ერთი საბჭოური თეთრი ანეგდოტი გამახსენდა.
მოკლედ, პოლიტ-ბიუროში 80-იანების დასაწყისში ყველა მარაზმში გადავარდნილი, გადახჩუებული ბებერი იყო.სხდომაზე დაგვიანებით შედის შეშფოთებული ბრეჟნევი და ხმამაღლა ყვირის – ეს პელშე სულ გამოშტერდაო!ეკითხებიან – რა მოხდა ლეონიდ ილიჩ?– ახლა დერეფანში მივდიოდი, შემხვდა, მივესალმე პელშეს და მიპასუხა, მე პელშე არა ვარო.დღემდე გაურკვეველია, რომელს შეეშალა სინამდვილეში…
რა ვიცი, ასე ბებრები არ არიან, მაგრამ ყველა პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი რატომ გონიათ?!…რა ვიცი, რა ვიცი…
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს, მიხეილ ყაველაშვილი მიხეილ სააკაშვილი აერიათ საუბრისას და სააკაშვილი, რომელიც მათივე ციხეში ზის, პრეზიდენტად მოიხსენის. არც სხვები უდებენ ტოლს ყაველაშვილის ნაცვლად სააკაშვილის ხსენებაში კობახიძესა და პაპუაშვილს.
კომენტარები