ბრალდებულმა აჭარაში 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს:
„საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს“ | ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში











კომენტარები