• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ 40–წუთიანი საუბრის შემდეგაც ვერ გაიგო ბრიტანეთის სანქციების საფუძველი

ალია ავტორი - ალია
14:11 02-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

ქართული ოცნების სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა, ბრი­ტა­ნე­თის ელჩ, გა­რეტ უორ­დის­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და,რომ 40 წუთიანი საუბრის შემდეგაც კი ვერ გაიგო, რას ითხოვს დიდი ბრიტანეთი. ის იმედსა და პოსტვზე საუბრისას, ამ ორ ტელევიზიას ქართულ ოცნებასთან აიგივებს და ამბობს: “ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თურ­მე რუ­სეთს ვაძ­ლი­ე­რებთ და ვა­სუს­ტებთ უკ­რა­ი­ნას.”

„დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი იყო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. მას ჩვენ ვთხო­ვეთ, რომ წარ­მო­ედ­გი­ნა სა­ფუძ­ვლე­ბი, თუ რას ეფუძ­ნე­ბო­და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ეს არის ბუ­ნებ­რი­ვია ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მი­დის თბი­ლი­სი­დან, სხვაგ­ვა­რად ჩვენ არ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რომ ან POSTV-ის ან ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედს“ ვინ­მე უყუ­რებს ლონ­დონ­ში, რო­მე­ლიც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბო­და თბი­ლი­სი­დან გაგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჩვენ ელჩს მოვ­თხო­ვეთ, თუ რას ეფუძ­ნე­ბა ის შე­ფა­სე­ბე­ბი, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­სა“ და POSTV-ის­თან და­კავ­ში­რე­ბით და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი იქნა ქარ­თულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ან ასე­თი დო­კუ­მენ­ტი, რაც გა­ა­მარ­თლებ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე არ მი­ნა­ხავს. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მე მო­ვის­მი­ნე ის შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მელ­საც ეფუძ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა არ მო­მის­მე­ნია თუ რას ეფუძ­ნე­ბა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თურ­მე რუ­სეთს ვაძ­ლი­ე­რებთ და ვა­სუს­ტებთ უკ­რა­ი­ნას, ან რა­ი­მე­ნა­ი­რად ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხელ­ყოფს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. ეს არის ის ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ არ ვი­ზი­ა­რებთ. ეს არის ის შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ვერ გა­ვი­ზი­ა­რებთ. ამას სჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. იმე­დი გვაქვს, რომ რა­ღა­ცას მოგ­ვცე­მენ, რაც მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას რომ ვი­ფიქ­როთ, რომ რა­ი­მე სა­ფუძ­ვე­ლი მა­ინც ჰქონ­დათ. თუმ­ცა რომ გი­თხრათ, რომ ამის მო­ლო­დი­ნი მაქვს, მო­გა­ტყუ­ებთ. კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი მე ელ­ჩის­გან არ მო­მის­მე­ნია. 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მე არ მო­მის­მე­ნია არ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­ა­მარ­თლებ­და იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო ლონ­დონ­მა“,- გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved