• რეკლამა
  • კონტაქტი
13:57, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბორჯომში ძლიერმა ქარმა ხანძრის კერები გააძლიერა

ალია ავტორი - ალია
10:54 08-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა.

„მთელი ღამის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ძველი კერების გაღვივება. ამ დროისთვის, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე არის რამდენიმე კერა, ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება, ასევე, შეინიშნება ღია ცეცხლიც.

მთელი რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზებულია. ჩემი ინფორმაციით, მათ ასევე ეხმარებიან სხვა რეგიონის მეხანძრე-მაშველებიც, ყველაფერს აკეთებენ მაქსიმალურად, რომ მოხდეს ხანძრის ჩაქრობა. სპეციალური ტუმბოების საშუალებით მდინარე მტკვრიდან ხდება წყლის აქაჩვა კერებამდე, მაგრამ რადგან არის ციცაბო დამრეცი კლდე, ძალიან რთულია ხანძრის ჩაქრობა და ეფექტური იქნება ვერტმფრენის გამოყენება. დღეს თუ ვერ მოახერხებენ მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას, ხვალ დილით ალბათ, აუცილებელი გახდება ვერტმფრენის ჩართვა“, – განუცხადა ამირანაშვილმა პირველ არხს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved