• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოლოსდაბოლოს, ეს უკრაინა ხომ ერთი კორუფციაში ჩაძირული ქვეყანაა,მაშ რატომ არის ევროპა ან ამერიკა ვალდებული დაეხმაროს?!”-ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
12:51 03-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,400

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს:

“რატომ არის ევროპა ან ამერიკა ვალდებული დაეხმაროს უკრაინას? რატომ არიან უკრაინელები დიდ გულზე და რატომ მოითხოვენ კიდევ უფრო არსებით შემწეობას დასავლეთისაგან? რატომ მიაჩნიათ გმირად ზელენსკი და რატომ გამოჰყავთ იგი ყველა დასავლური პარლამენტის წინ მოხსენებით? რატომ არ არის საკმარისი ის დახმარება, რასაც დღეს ამერიკა-ევროპა უწევს უკრაინას? რატომ აკრიტიკებს ყველა მოაზროვნე, წესიერი ადამიანი დასავლეთს, მიუხედავად უპრეცედენტო სანქციებისა რუსეთის წინააღმდეგ? ბოლოსდაბოლოს, ეს უკრაინა ხომ ერთი კორუფციაში ჩაძირული ქვეყანაა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წესიერი სახელმწიფოს შექმნა ვერ შეძლო?…

ამ შეკითხვებს ერთი პასუხი აქვს. უკრაინა დღეს წარმოადგენს მსოფლიოს დემოკრატიული სამყაროს ფალავანს, რომელიც ერკინება რუსულ-ჩინურ მოდერნიზებულ, ჰიბრიდულ კომუნიზმს; ბევრად უფრო საშიშსა და დამანგრეველს, ვიდრე კლასიკურს. ნიშანდობლივია, რომ ამ ეპოქალური დაპირისპირების „ტატამი“ შუა ევროპაშია გაშლილი და ამ ომის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მსოფლიოს განვითარება-პროგრესისათვის. უკრაინა დღეს პროგრესული სამყაროს პირობითი სახელია და ის არ წარმოადგენს ერთ, კონკრეტულ ქვეყანას. შესაბამისად, ყველა ის ძალისხმევა, რასაც ამერიკა-ევროპა უკრაინაში დებს, სრულიად დამსახურებულია და უკრაინას არავის წინაშე არა აქვს ვალი. უკრაინას აქვს უფლება, მოითხოვოს კიდევ უფრო მეტი, რადგან დღეს ის საკუთარ სისხლს ღვრის პროგრესული მსოფლიოსათვის და არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოსათვის. ეს არ არის პათეტიკა; ეს რეალობაა. ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, მაგალითად თუ როგორ იმოქმედებს ჩინეთი ახლო მომავალში. ტაივანი მსოფლიოს ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს და მისი დაპყრობის დაშვება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ამერიკა-ევროპას და ჩინეთისაგან შექმნის პლანეტარული მასშტაბის მონსტრს. პუტინის მიმართ ნებისმიერი სახის დათმობა ავტომატურად ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო საშიში და პათოლოგიური დიქტატორების არსებობის წახალისებას, რაც საბოლოოდ და გარდაუვალად დააყენებს მთელი მსოფლიოს არსებობა-არარსებობის საკითხს.
ამერიკამ წარმოუდგენელი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ საშინელი ომის პრევენციაში არ ჩადო მთავარი ძალისხმევა. ომის დაწყებამდე იყო საჭირო ე.წ. წითელი ხაზების გავლება, რომლის გადალახვაც პუტინს ვერ უნდა გაებედა. ამერიკა-ევროპამ კი წითელი ხაზების გავლების ინიციატივაც და პრეროგატივაც რუსებს გადაულოცა, რის შედეგსაც დღეს სისხლით იმკის უკრაინა და რომელიც შეიძლება ასევე სისხლით მოიმკოს მთელმა მსოფლიომ.
დიახ, დღეს უკრაინა კრებითი ცნებაა; უკრაინული სისხლი პროგრესული მსოფლიოს სისხლისა და ინტელექტის კვინტესენციაა და მსოფლიო ვალდებულია ყველაფერი გაიღოს ამ ომში გამარჯვებისათვის. ამიტომ ყველა საყვედური, რომლებსაც დღეს მოყოყმანე ამერიკა-ევროპას უყენებენ წესიერი, მოაზროვნე ადამიანები, სამართლიანია!
უკრაინის დამარცხება არ შეიძლება, დაუშვებელია. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ”, – წერს გურული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved