უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გელა გოგიას და:
“რაც დაიწყო ომი, 6 თვე იქნება უკვე, რაც დაიწყო ომი. ორი დღის უკან ველაპარაკე ბოლოს, კარგად ვარო, ნუ გეშინიათ ჩემს გამოო. ემოციური იყო, ყველაფერს განიცდიდა. თქვენ როგორ ხართო, უბრალოდ მოგიკითხეთო. მე ვუთხარი, რამე გამოგვიგზავნე, ხმოვანი შეტყობინება-მეთქი, არაფერი აღარ გამოუგზავნია ბოლოს”, – ამბობს გარდაცვლილის და “მთავარ არხთან”.
კომენტარები