• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო წლების განმავლობაში დმანისში ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:00 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ბოლო წლების განმავლობაში დმანისში ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ერთგულებისთვის. რომ არა თქვენი ერთგული მხარდაჭერა ჩვენი პარტიისადმი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა 7 არჩევნებში ჩვენი გუნდის ძლიერი, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება. დმანისში ამ ულამაზესი რეგიონის, ულამაზესი ადგილის მოსახლეობას სჭირდება მერი. მერი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემის მოგვარებაზე. დმანისს და დმანისის მოსახლეობას ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მასშტაბით. ამ რეგიონში მაგალითად ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის მშენებლობა დასრულდა, ბევრი გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე. ჩემს წინა გამოსვლაში ვთქვი და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ცალკეული ფრაგმენტული განვითარება არ არის საკმარისი. სწორედ ამ მიზნით, ახლახანს დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, მასშტაბური განვითარების გეგმაზე მუშაობა. ყველა მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურა, გზები, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა- ყველა ამ მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. დროში გაწერილი კონკრეტული გეგმები გვაქვს დამუშავებული”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved