• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო 3 კვლევა და მხოლოდ ერთი დამთხვევა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
22:02 10-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,853

დღეს, 23 ოქტომბერს სამმა ტელევიზიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული პარტიული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, ეს სამი, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვაა, რაც არჩევნებამდე ჩატარდა,

კვლევა მთავარი არხისთვის

ბრიტანულმა  კომპანია SAVANTA-მ  ტელეკომპანია მთავარი არხისთვის, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები, მათი ცნობით ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – ხალხის ძალა – 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის  –  19%
  • ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა  –  16%
  • ძლიერი საქართველო  – 9%
  • გახარია – საქართველოსთვის – 8%
  • გირჩი  – 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  – 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 2%
  • სხვა –  5%

მთავარის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი.

კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით, ხოლო იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 81%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

კვლევა TV ფორმულასთვის

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა და კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
  • კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14%
  • გახარია – საქართველოსთვის – 11%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
  • ლეიბორისტული პარტია – 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
  • სხვა პარტიები – 1%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.

კვლევა TV იმედისთვის

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 60.2% 
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 15.4% 
  • კოალიცია ცვლილებებისთვის (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) – 9.0%
  • კოალიცია ძლიერი საქართველო (ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი)  – 3.3 % 
  • გახარია საქართველოსთვის – 2.9%
  • გირჩი – 2.8%
  • ლეიბორისტული პარტია – 2.0% 
  • პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო – 1.9 % 
  • სხვა პარტიები – 2.5 %

ტელეკომპანია იმედის ცნობით, გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში.

კვლევებს შორის მხოლოდ ერთი დამთხვევაა, ისიც პირველ ორ კვლევაში და “პატრიოტთა ალიანსს” ორივე კვლევის მიხედვით, 3 პროცენტი აქვს, განსხვავებით, გორბის კვლევისგან, სადაც, მისი მონაცემი 1,9 პროცენტია. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსხვავებულია იმ ადამიანთა მონაცემით, რომლებიც ამბობენ, რომ დასახელებულ პარტიებს არა და სხვა პარტიებს აძლევენ ხმას – SAVANTA-ს კვლევით, ეს არის 5 პროცენტი,  Edison Research–ის კვლევით – 1 პროცენტია, ხოლო გორბის კვლევით 2,5 პროცენტი. 

განსხვავებულია ცდომილების ზღვარიც, SAVANTA-ს შემთხვევაში, + -2,51%-ს,  Edison Research–ის შემთხვევაში  – +/- 2.8%, ხოლო გორბის შემთხვევაში – +/- 3 პროცენტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved