• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი – მათთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა – წულიკიანი

ალია ავტორი - ალია
16:30 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
775
თეა წულუკიანმა თავის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ საათში მხოლოდ მცირე დოზით მივიღეთ ინფორმაცია იმ დიდ უბედურებაზე, რაც უნივერსიტეტის, ზოგადად მეცნიერების, ქართველიზმის, თუ ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დატრიალდა, ეს მცირე დოზით მოწოდებული ინფორმაციაც გამოიწვევს ზოგიერთ მაშინდელ, ამ ყველაფრის ავტორსა თუ მონაწილეს შორის გარკვეულ ჟივილს, ჟივჟივსა და ხმაურს, მაგრამ ის გვარები და სახელები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, ნახსენები იყო ვინმე ავალიანი, რომელიც შემდეგ გუბერნატორად იქცა უცბად, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, მთელი ეს “კმარა” და არა მხოლოდ “კმარას” ორგანიზაციის ხალხი, გიორგი ონიანი, რომელიც შემდეგ ისეთ პოლიციელად იქცა, რომელიც ჯერ თქვენ, ღვაწლმოსილ ადამიანებს გატერორებდათ და “ზონდერად” იყო ჩამოყალიბებული და მე რომ მაჟორიტარად ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, იქ დაგვდევდა, რომ ან ნარკოტიკი ჩაედო ან იარაღი და ისე დაასრულა თავისი საქმე, რომ ვერ ჩამოყალიბდა ჩემთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედო, თუ იარაღი და ეს დილემა მის ცხოვრებას მუდმივად გაჰყვება თან.

ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც შემდეგ უკვე დეპუტატად იქცა და რეფორმებს ბატონი პავლე კუბლაშვილის მოადგილეობიდან ახორციელებდა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში – ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს გვარ-სახელები ადამიანები არიან, მათ თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში. თუ იყო რამე შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, ამაზე უნივერსიტეტი უარს არ ამბობდა და აქ საჭირო იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი, მუშაობა, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე – შევარდი, გამოყარე და გაყარე. ეს გაცილებით უფრო მარტივი იყო სააკაშვილისთვის და ასეც იქცეოდა.

ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, მათ არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება. ამიტომ, გვარ-სახელები მნიშვნელოვანია. ასევე, მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია, რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან. ალბათ, მარტივია, რომ ქალ ან კაც მეცნიერს დაეტაკო და გამოაძევო რექტორის კაბინეტიდან, მაგრამ აქ მოსვლა, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო რთულია და მამაცობას საჭიროებს, მაგრამ ჩვენი კარი ღიაა. იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე მანამ, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ, თავად მობრძანდნენ და მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული.“

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved