• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოდიშს ველოდები ცილისწამების გამო” – რა სქრინებს აქვეყნებს მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
15:08 05-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,329
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
მოკლედ, რა ხდება თეა წულუკიანთან დაკავშირებით:
რამდენიმე დღის წინ მესენჯერში მოქალაქემ მომწერა წერილი, სადაც უკმაყოფილებას და აღშფოთებას გამოთქვამდა ხელისუფლების კონკრეტული გადაწყვეტილების გამო (თუ რომელის ამას სქრინებში ნახავთ.) და მთხოვდა, როგოროც ჟურნალისტს, ეს თემა გამეხმაურებინა (ასეთ წერილებს ხშირად ვიღებ და არასდროს ვტოვებ უყურადღებოდ). მე ამ მოქალაქეს ვთხოვე, რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ეჩვენებინა, რომ მართლაც ასეთი მოთხოვნა ქონდა სახელმწიფოს და როდესაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ავდექი და მისი ნებართვით და მისი ვინაობის გამჟღავნების გარეშე მისი მონაწერი დავაკოპორე და პოსტად დავდე, რათა მისი თხოვნა შემესრულებინა და თემა გამეხმაურებინა.
ამ ადამიანს თავის ტექსტში ნახსენები ყავდა თეა წულუკიანი, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რადგან ადრე მან გაგვიკეთა იგივეო და ასე გვახევს ფულს თავიდან სახელმწიფოო.
ეს პოსტი, როგორც ჩანს ნახა თეა წულუკიანმა და რა ქნა? იმის მაგივრად რომ მოქალაქის პრეტენზიაზე დასაბუთებული პასუხი გაეცა, გადაწყვიტა, რომ ეს სინამდვილეში ჩემი ტექსტია, უბრალოდ რატომღაც ჩემი სახელით დაწერის შემეშინდა, მოვიგონე, რომ ვიღაცამ მომწერა და ამის გამო მატყუარა მიწოდა. ?
ქალბატონო, წულუკიანი თეა, იქაც დაგიწერეთ კომეტარში და აქაც გავიმეორებ: მატყუარას რის საფუძველზე მიწოდებთ?
როდესმე ტყულში შეგიმჩნევივართ? რის საფუძველზე შეგაქვთ ეჭვი ჩემს გულწრფელობაში? ან როდესმე გინახავთ რომ, ან თქვენს დროს, ან მიშას დროს ჩემი სახელით ხელისუფლების კრიტიკის შემშინებოდეს და ვინმეს ამოვფარებოდე? როდესაც ადამიანს ასე ხელაღებით მატყუარას უწოდებთ, ეს ხომ თქვენზე უფრო მეტყველებს ვიდრე ჩემზე?
აქაც ვდებ მტკიცებულების სახით ჩემი და იმ მოქალაქის მიმოწერის სქრინებს და ბოდიშს ველოდები თქვენგან უსაფუძვლო ბრალდებისა და ცილისწამების გამო
P. S. რაც შეეხება მონატრებას, მე პირადად თქვენ ერთადერთ საკითხზე მენატრებით – სასამართლო რეფორმა და ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან: როგორ იქეცით ადეიშვილის შექმნილი სისტემის ტყვედ და ადეიშვილის ხელის ბიჭი მოსამრთლეებიის, გირგვლიანის, მოლააშვილის, სერგო თეთრაძის და სხვა დანაშაულებრივი საქმეების მომკვარახჭინებელი მოსამართლეების გამპრავებლად?
ამ კითხვაზე პასუხი თუ გაქვთ, გელოდებით ეთერში, მანამდე კი ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის.
P.P.S. აქვე ვდებ, როგორც მოქალაქის მონაწერის სქრინებს, ისე ქალბატონი თეას კომენტარს.
თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved