ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმზე ე.წ. კამიტთან დაკავშირებით ამბობს:
“შემდეგი ეტაპი იქნება მარეგულირებელი, თუ იქაც არაფერი არ გამოვიდა, შემდეგი არის ბრიტანული სასამართლო და თუ ბრიტანულ სასამართლოც სამართალმა კალაპოტი ვერ იპოვა, მაგ შემთხვევაში აუცილებლად წავალთ სტრასბურგის სასამართლოში და ბოდიშს მოვახდევინებთ. სამწუხაროდ, არის ძალიან რთული პროცედურა ბრიტანული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენნაირი მოქნილი კანონმდებლობა არ აქვთ. მეორედ უნდა მივმართოთ BBC-ის – მივმართეთ.
რა თქმა უნდა, იქიდან კიდე წამოვა უარი ბოდიშის მოხდაზე. მეორე პასუხიც იქნება, რომ ბოდიშს არ იხდიან – პირდაპირ გეუბნებით, მერე იქნება მარეგულირებელი, მოდი მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, აუცილებლად ყველა საფეხურს გაივლის და ბოდიშს მოვახდევინებ BBC-ის” – ამბობს მაჭავარიანი.














კომენტარები