ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვინც შეთანხმების დარღვევას აპირებთ და პარლამენტში შესვლას გეგმავთ, ღიად თქვით სათქმელი.
ოღონდ მანამდე ბოდიში მოუხადეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კორონას საფრთხის მიუხედავად, მაინც მოვიდნენ აქციაზე და ხელისუფლებამ ცივი წყლის ჭავლით დაარბია.
ბოდიში მოუხადეთ იმ ბიჭს, შარშანდელი აქციების დროს რობოკოპებს წინ რომ დაუწვა და ზედ გადაუარეს.
ბოდიში მოუხადეთ მაკო გომურს და სხვა თვალებდათხრილ ახალგაზრდებს. დასახიჩრებულ ადამიანებს.
ბოდიში მოუხადეთ იმათ ვინც ოპოზიციის მხარდაჭერის გამო სამსახური დაკარგა.
ბოდიში მოუხადეთ ია კერზაიას, რომელიც მოკლეს იმიტომ, რომ ოპოზიციას თანაუგრძნობდა.
ბოდიში მოუხსმადეთ იმ ადამიანებს 20 ივნისის საქმეზე ციხეებში რომ შეყარეს. და თვეების მანძილზე ამყოფეს იქ.
ბოდიში მოუხადეთ კობა კოშაძეს, შვილის საფლავიდან მომავალს იარაღი რომ ჩაუდეს და დააკავეს.
ჟორიკა რურუასაც მოუბოდიშეთ, საერთოდ რომ არ ახსენებთ. თავის დროზე პატიმარი ოქრუაშვილიც დაიგნორებული გყავდათ. საპროტესტო განცხადებას ვერ გაკეთებინებდით. ბურჯანაძის, ელენე ხოშტარიას და ნათელაშვილის გარდა არავის გახსოვდათ.
ბოდიში მოუხადეთ ბაჩო თამლიანს.
ბოდიში მოუხადეთ დიმა ბიძინაშვილს, ლაშა ჩხარტიშვილს და სხვა ახალგაზრდებს შარშანდელი აქციების დროს ციხეში რომ შეყარეს.
ბოდიში მოუხადეთ სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მღებრიშვილს, რომელსაც დარბევისას ხელი მორეხეს და ამ მოტეხილი ხელით ბოლომდე იდგა აქციებზე.
ბოდიში მოუხადეთ ხალხს, ვისაც ამუნათებდით, ფული როგორ აიღეთ ხმის მიცემის სანაცვლოდო. 50 ლარი ყელში ადინეთ. თავად რამდენს დათანხმდით, ეგაც გვითხარით.
არავის მოუთხოვია თქვენთვის პარლამებტში ნუ შეხვალთო. თავად თქვით უარი. ჰოდა შეასრულეთ პირობა.
ანდა საერთოდ დადუმდით.”
კომენტარები