• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოდიში, ღამეა” – 1 დაკავების 2 მიზეზი და შსს–ს სამხრე კამერები, რომლებიც ღამით, თურმე, “ვერ” მუშაობს

ალია ავტორი - ალია
18:10 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

ირაკლი ნადირაძის სასამართლო პროცესზე დაკითხული სამი პოლიციელიდან ერთი ამტკიცებდა, რომ ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე გლდანში შეკრებილ ხალხს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებდა და ხელს უშლიდნენ რამდენიმე დაკავებაში.

პოლიციელი ასევე ამბობდა, რომ გლდანში იმ დღეს ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, რის შემდეგაც სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სკამზე მჯდომმა ნადირაძემ, მოწმე პოლიციელს ჰკითხა – თუ გარეთ 50-მდე ადამიანი იყო, რატომ მოხდა ამ 50 ადამიანიდან მხოლოდ ორის, მისი და ირაკლი ეძგვერაძის ამორჩევა და დაკავება? – თუმცა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ოპოზიციონერს კითხვის დასმა გააწყვეტინა.

“სამწუხაროდ (მოსამართლე) თქვენ არ მიეცით შესაძლებლობა პოლიციელს, რომ ეპასუხა – უთხრა ნადირაძემ მოსამართლეს. 

მეორე სამართალდამცველი ირწმუნებოდა, რომ ნადირაძის დაკავების მიზეზი გახდა პოლიციელების შეურაცხყოფა –  “კრიმინალებს გვეძახდა”.

ნადირაძის კითხვაზე – “შეურაცხყოფას თუ მედავებიან, ეს ოქმში რატომ არ წერია?” – პოლიციელმა დაადასტურა, რომ ოქმში მართლაც არ წერია, თუმცა, მაინც ირწმუნებოდა, რომ დაკავების მიზეზი, სწორედ ეს იყო.

მესამე პოლიციელი ამტკიცებს, რომ სამხრე კამერები ღამით არ ანათებს, ამიტომაც ამბობდა, რომ ტელეფონით მოუწია განათების ჩართვა და მტკიცებულება ამიტომ არ აქვს, გადაღება ვერ მოასწრო.

გადაღება ვერ მოვასწარით, კამერა ჩვენი ვერ იღებს, სინათლე არ აქვს, გულსართის ტელეფონი ჩავრთე, კამერის ჩართვა ვეღარ მოესწრო – თქვა პოლიციელმა. 

სამივე მოწმის ჩვენება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მოისმინა, რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ კი ამ ჩვენებების საფუძველზე ირაკლი ნადირაძე სამართალდამრღვევად გამოაცხადა. ოპოზიციონერ ლიდერს 7 დღე აქვს, რომ 2500 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს. 

როგორც ჩანს, დაღამება უკვე, არამხოლოდ სამაშველო საქმიანობაში უშლის შსს–ს ხელს, არამედ, უკვე მტკიცებულებების მოპოვებაშიც. 

თეგები: ბოდიში ღამეა – შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved