• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Black Friday „ავტო გალერიში “ – 50 000 ლარამდე ფასდაკლება ელექტრომობილებზე

ალია ავტორი - ალია
15:07 11-20-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. მსოფლიო ავტოინდუსტრიის ბრენდები ამ ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებენ და შედეგიც აშკარაა – წარმოება გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისია.

საავტომობილო ინდუსტრიაში ეს გარდატეხა მოულოდნელი არ ყოფილა. ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს ემყარებოდა: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სწრაფად მოერგო ტენდენციას და  უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ამ მიზნის გათვალისწინებით, „ავტო გალერის“ მომხმარებლები ელექტრომობილებზე განსაკუთრებული შეთავაზებებით ხშირად სარგებლობენ. გამონაკლისი არც Black Friday-ა, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შერჩეულ ელექტრომობილებზე 50 000 ლარამდე ფასდაკლება იმოქმედებს.

შეთავაზება ეხება სწორედ იმ მოდელებს, რომლებზეც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა მაღალია და  განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. საუბარია 20-ამდე ბრენდის მოდელზე, მათ შორის არის Tesla Model 3, Polestar 2 და Polestar 2 Performance, Honda NS1, Toyota Corolla Hybrid და სხვები.

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის” მარკეტინგის  ხელმძღვანელი: „ავტო გალერი“ მომხმარებელს „შავ პარასკევს“ განსაკუთრებულ აქციებს ყოველ წელს სთავაზობდა.  თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია – წელს გადავწყვიტეთ, გამორჩეულად დასამახსოვრებელი კვირეული მოგვეწყო.  შევარჩიეთ 20-ამდე ავტომობილი, რომლებზეც 50 000 ლარამდე ფასდაკლება გავრცელდება. ავტომოყვარულებს საშუალებას ვაძლევთ, ამ ფასდაკლებებით არა მხოლოდ ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლონ. ავტომობილის შეძენა მარტივი გადაწყვეტილება არ არის, ამიტომ  მომხმარებელს  მოსაფიქრებლად ხანგრძლივ დროს ვაძლევთ მათივე კომფორტისთვის“, 

„ავტო გალერის“ სპეციალური შეთავაზება 20-იდან 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. თანამედროვე ელექტრომობილების შერჩევა კომპანიის შოურუმშია შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში კი მომხმარებლები ტესტდრაივით სარგებლობასაც შეძლებენ.

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მნიშვნელობა არ აქვს, თანხა  სრულად გადაირიცხება თუ საბანკო განვადების გზით. უპრეცედენტო აქცია „ავტო გალერის“ ყველა მომხმარებელზეა გათვლილი.

—–

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც შემოჰყავს. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

 

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved