საქართველოში წარმოებული ნატურალური წვენები მაღაზიებში 185 %-იანი ფასნამატით იყიდება. ეს განცხადება დღეს ფასების დამდგენ კომისიაზეე ბიზნესმენებმა გააკეთეს.
მწარმოებლები ამბობენ, რომ თავად პროდუქციას შეღავათიან ფასებში აბარებენ, მაგრამ გაძვირება სწორედ სუპერმარკეტებში ხდება ხელოვნურად.
“ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება, მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია, შევედით რაღაც X ფასით, ამ X ფასს ემატება, რასაც ჩვენ ფასნამატს ვეძახით, რასაც შემდეგ ქსელურ მარკეტში ამატებენ, ქეშბექი არ არის ერთი კომპონენტი, ის შედგება ამ ციფრების ერთობლიობით. პირველი არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის 20,50 . ჩვენ რა ფასზედაც შეთანხმებული ვართ, იმის მაღლა ხომ არის ფასნამატი, იმის აქეთ ვიძახი, 20.50 ეს არის ფიქსირებული ქეშბექი, მარკეტინგის გადასახადი – 15 %, ოღონდ ეს ნარჩენი ძირს არ აკლდება, ეს ისევ საწყის ჩვენ ფასს აკლდება. ამის შემდეგ მოდის ლოიალობის 1 %, შემდეგ ციფრული მომსახურების 1 %, არის 7,5 % რაც მართლა ეკუთვნით და ეს არის ლოჯისტიკის ხარჯი, ჯამში ეს არის 45 %. ჩვენ ფასს ემატება 185 % და ის 85 % საიდან მოიტანეს, ვერ გავიგე. დღგ სახელმწიფოსთან გადახდილი გვაქვს, და მთლიანი ეს საბრუნავი საშუალება არის ბანკის ქვეშ მოქცეული. თავინდავე 7-8 % დავიწყეთ ლარში, დღეს კი 15 % ვიხდით. ჩვენც ასევე ვართ და ჩვენი ქართველი გლეხობა და ფერმერობა დავაჩვიეთ “პოსლეზე“, რა ვქნა, ის რომ მიხდის 2 თვეში, მეც დავიწყე გადახდა 2 თვეში, ფული როცა შემოვა, მაშინ გადავიხდი. აღმოსავლეთ გინდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, არის მარტივი გამცოდილება, იქ როდესაც არეგისტრირებენ, იქ წერია, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უნდა იყოს განთავსებული და ვალდებულებაა, მერე ჩვენ შეგვიძლია სხვა სასტარტო სიტუაციიდან ვესაუბროთ, ეს თუ გამოსწორდება…. დუმბაძის სინდრომი მეწყება ხოლმე, ქართული ნაწარმოებიდან, ამ ყველაფერს რომ გადაიხდი, მერე თქვენ დღგ-საც გადაიხდი, სახლში რომ მიხვალ და ცოლ-შვილი გეტყვის რა მოიტანეო, ვაი, მოგიკვდეთ მამაო, რა ჩემი საქმე იყო ასკილის და ალუბლის წვენის ხარშვაო, აი, ამ დონეზე ვარ მისული
ქსელებთან კონტაქტს კონტრაქტს ვერ დაარქმევ, თუ შესვლა გინდა ეთანხმები იმას, რაც წერია. ეს რომ გამოსწორდეს, დასავლეთის ქვეყნებში მარტივი გამოცდილებაა, რომ ქსელებს ვალდებულება აქვთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყოს განთავსებული. მეორე, ქეშბექები სულ გადასახედია და მესამე, გადახდის პირობები – როგორც სახელმწიფოსთვის მაქსიმუმ 15 დღე გვაქვს გადახდისთვის, რომ ჩავაბარებთ დეკლარაციას, ასე უნდა იყოს გადახდა”, – ამბობს “ალალის” დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ.














კომენტარები