საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6,909,602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% – 4,145,000 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში – მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2015 წლიდან 2.51 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.
- ყველა პარტიამ ჯამში 6.9 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო
- „ქართულმა ოცნებამ“ 4.1 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 60%-ია.
- „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 588 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2015 წლიდან კი 2.51 მილიარდის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
- ტენდერების დიდი ნაწილი „ქართული ოცენების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ ისეთ მსხვილ სამშენებლო კომპანიებს აქვთ მოგებული, როგორიცაა „ანაგი“, „გზა“, „ცეკური“ და სხვა.
- „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 5.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2015 წლიდან კი — 204 მილიონის.
- „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 30-მა კომპანიამ 2015-2024 წლებში 16 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სუბსიდია მიიღო.
- „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 54-მა კომპანიამ 2017-2024 წლებში 1.4 მილიონი კვ.მ. სამშენებლო ნებართვები მიიღო.
- 2015 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს, 823 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები და 592 ათასი ლარის ღირებულების სუბსიდიები მიიღეს. 2024 წლიდან ტენდერი არ მოუგიათ, გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება კი 36 ათასი ლარია.
შემოწირულებების სტატისტიკა
ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის ერთიან პორტალზე – monitoring.acb.gov.ge-ზე „ქართული ოცნების“ სექტემბრის შემომწირველების შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანი დაგვიანებით, ნოემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვა პარტიების მონაცემები რეგულარულად ქვეყნდებოდა.
2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიას ჯამში 6,909,602 ლარი შეწირეს, საიდანაც ტრადიციულად ყველაზე მეტი 4,145,000 ლარი — „ქართულმა ოცნებამ“ (60%) მიიღო. მეორე და მესამე ადგილზე „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გავიდნენ (იხ. დიაგრამა).
„ქართული ოცნების“ სექტემბრის შემომწირველების ანალიზი
2025 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 123-მა პირმა 4,145,000 ლარი შეწირა, სულ „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნულ დონორებს პარტიისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული. შემომწირველების და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2015 წლიდან დღემდე მიღებული ჯამური სარგებელი შემდეგნაირად გამოიყურება:
- სახელმწიფო შესყიდვები (ტენდერები): 2.51 მილიარდი ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (გამარტივებული): 203.9 მილიონი ლარი
- სამშენებლო ნებართვები (განაშენიანების ფართობი): 1.41 მილიონ კვ.მ.-ზე მეტი
- მიღებული წიაღისეულის ლიცენზიები: 17 ერთეული
- სუბსიდიები (აგროსუბსიდიები, “აწარმოე საქართველოში” და სხვ.): 16.4 მილიონი ლარი.
ქვემოთ ცხრილებში იხილეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიებზე, რომლებმაც ყველაზე მსხვილი ტენდერები და აგროსუბსიდიები მიიღეს.
|
„ქართული ოცნების“ სექტემბრის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერები (ტოპ-10) |
||||
|
კომპანიის სახელი |
დონორი (შემომწირველი) |
2025 წლის შემოწირულება (GEL) |
მოგებული ტენდერები 2024-დან (GEL) |
მოგებული ტენდერები 2015-დან (GEL) |
|
შპს ანაგი |
ირაკლი გოგოლიშვილი |
60,000 |
373,571,604 |
1,357,654,417 |
|
შპს გზა |
გიორგი ჭყონია |
60,000 |
55,714,847 |
448,634,518 |
|
შპს ცეკური |
ბექა ხაბულიანი, სერგო ხაბულიანი |
70,000 |
98,595,300 |
303,067,799 |
|
შპს მშენებელი 80 |
ვალერი ბუცხრიკიძე |
60,000 |
0 |
215,454,379 |
|
შპს ქართლი |
გიორგი რუბაშვილი |
50,000 |
17,336,308 |
55,934,240 |
|
შპს ბკ ქონსთრაქშენი |
ბაკური ბერეკაშვილი |
60,000 |
32,148,856 |
53,529,014 |
|
შპს პროდიუს ინვესტმენტ |
ამირან წკრიალაშვილი |
60,000 |
0 |
38,480,942 |
|
შპს მშენებელი 2012 |
ავთანდილ სვანიძე |
10,000 |
4,618,439 |
18,087,849 |
|
შპს მაქსიმუმი |
ვასილ ჯანჯღავა |
50,000 |
10,024 |
3,931,408 |
|
შპს გაზპროექტი 2009 |
კობა ლომიძე |
60,000 |
1,878,382 |
3,844,178 |
|
„ქართული ოცნების“ სექტემბრის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებმაც საბიუჯეტო სუბსიდიები მიიღეს (ათი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი) |
|||
|
კომპანიის სახელი |
დონორი (შემომწირველი) |
2025 წლის შემოწირულება (GEL) |
მიღებული სუბსიდიები (GEL) |
|
შპს ბევრილი ჯგუფი |
გოდერძი ჩანქსელიანი, ნერუ ჩანქსელიანი |
80,000 |
3,941,380 |
|
შპს ვაშლის ბაღები შინდისში |
ირაკლი ჩხარტიშვილი |
40,000 |
2,049,656 |
|
შპს იტონგ კავკასუს |
დიმიტრი ადამია |
55,000 |
1,281,678 |
|
შპს ლურჯი მოცვი |
ნანა ბიწაძე |
10,000 |
1,039,611 |
|
შპს ახალციხე ინნ |
ნერუ ჩანქსელიანი |
30,000 |
1,014,903 |
|
შპს ალუტექ ჯორჯია |
ნერუ ჩანქსელიანი |
30,000 |
856,541 |
|
შპს შინდისის ბაღი |
ირაკლი ჩხარტიშვილი |
40,000 |
837,272 |
|
შპს აა პლასტი |
ნიკოლოზ პატარიძე |
55,000 |
820,793 |
|
შპს მეამა |
გიორგი ჭელიძე |
60,000 |
691,084 |
|
შპს მაისი 2020 |
გიორგი ჭყონია |
60,000 |
652,087 |
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებული კომპანიების ფონზე, განსხვავებული სურათია ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში. 2015 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს („ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, „თავისუფალი საქართველო“), 823 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს („ლელო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, „თავისუფალი საქართველო“) და 592 ათასი ლარის საბიუჯეტო სუბსიდია მიიღეს („ლელო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“). 2024 წლიდან კი ამ კომპანიებს 36 ათასი ლარის გამარტივებული შესყიდვა და 41 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფო სუბსიდია აქვთ მიღებული, ამ პერიოდში ოპოზიციურ პარტიების დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს ტენდერები არ მოუგიათ.
სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებული შემომწირველები და შემომწირველთა ჯგუფები
„ქართული ოცნების“ სექტემბრის შემომწირველებთან დაკავშირებული იმ კომპანიებიდან, რომლებმაც სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სარგებელი მიიღეს, განსაკუთრებით გამოიკვეთა სამშენებლო კომპანიები. ქვემოთ მოცემულია შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებმაც ყველაზე მსხვილი ტენდერები და სხვა სარგებელი მიიღეს სახელმწიფოსგან.
ხაბულიანების ჯგუფი (შპს ცეკური)
სერგო ხაბულიანი, პარლამენტის ყოფილი წევრია, იგი „ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა”. სერგო ხაბულიანი თავის შვილთან ბექა ხაბულიანთან ერთად ფლობს სამშენებლო კომპანია „ცეკურს“. შპს „ცეკური“ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია, რომელსაც მოგებული აქვს 300 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები, ფლობს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს და აგროსუბსიდიებს. ხაბულიანებმა „ქართულ ოცნებას“ 70,000 ლარი შეწირეს სექტემბერში, ჯამში მათ პარტიისთვის 528,000 ლარი აქვთ შეწირული.
- შემოწირულება (2025 წელს): 70,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 528,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 98.6 მლნ ლარი (ტენდერი)
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 303.2 მლნ ლარი (ტენდერი); 3.0 მლნ ლარი (გამარტივებული)
- სხვა სარგებელი:
- სუბსიდიები: 304 ათასი ლარი („აწარმოე საქართველოში“)
- ლიცენზია: 5 ერთეული (მათ შორის ქვიშა-ხრეში, კირქვა)
- ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
- ბექა ხაბულიანი: 40,000 ლარი
- სერგო ხაბულიანი: 30,000 ლარი
ირაკლი გოგოლიშვილი (შპს „ანაგი“)
ირაკლი გოგოლიშვილი დაკავშირებულია უმსხვილეს სამშენებლო კომპანია „ანაგთან“, მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულებით ერთ-ერთი ლიდერია. კომპანიას მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. გარდა ამისა კომპანიას 2018-2024 წლებში 200 ათას კვ.მ-მდე ფართობის განაშენიანების სამშენებლო ნებართვა აქვს მიღებული. გოგოლაშვილმა „ქართულ ოცნებას“ სექტემბერში 60,000 ლარი შეწირა, სულ კი პარტიისთვის 189,000 ლარი აქვს შეწირული.
- შემოწირულება (2025): 60,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 189,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 373.5 მლნ ლარი; 3.5 მლნ ლარი (გამარტივებული)
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 1.36 მილიარდი ლარი; 176.7 მლნ ლარი (გამარტივებული)
- მშენებლობის ნებართვა – 193,5 ათასი კვ.მ.
ბაკური ბერეკაშვილი და გიორგი ნატროშვილი („ბკ ჰოლდინგი“)
ბაკური ბერეკაშვილმა და გიორგი ნატროშვილმა ერთსა და იმავე დღეს (10 სექტემბერს), ერთი და იგივე ოდენობის თანხა შეწირეს „ქართულ ოცნებას“, ჯამში 120,000 ლარი. ბერეკაშვილი დაკავშირებულია მსხვილ სამშენებლო ჯგუფ „ბკ ჰოლდინგში“ შემავალ კომპანია „ბკ ქონსთრაქშენთან“ და შპს „ბკ კაპიტალთან“, რომლებსაც სოლიდური თანხები აქვს მიღებული სახელმწიფო ტენდერებიდან. გიორგი ნატროშვილი დაკავშირებულია „ბკ ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანია შპს „თეთრი კვადრატთან“, რომლის ჯგუფში შემავალ კომპანიებს, შპს „თეთრი კვადრატი მინდელზე“ და შპს „თეთრი კვადრატი ისანი პარკი“ მიღებული აქვთ მასშტაბური სამშენებლო ნებართვები თბილისის სხვადასხვა უბანში.
- შემოწირულება (2025): 120,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 120,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 32.1 მლნ ლარი (ტენდერი)
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 53.5 მლნ ლარი (ტენდერი); 1.1 მლნ ლარი (გამარტივებული)
- მშენებლობის ნებართვა: 226,469 კვ.მ.
- სუბსიდიები: 14,600 ლარი
- წიაღისეულის ლიცენზია: 1 ერთეული (ტუფი)
ვალერი ბუცხრიკიძე (შპს „მშენებელი 80“)
ვალერი ბუცხრიკიძემ ქართულ ოცნებას 8 სექტემბერს 60,000 ლარი შეწირა, სულ მას 180,000 ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული. მისი კომპანია „მშენებელი 80“ სახელმწიფო შესყიდვების მსხვილი კონტრაქტორია, რომელსაც 200 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული ტენდერებიდან.
- შემოწირულება (2025): 60,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 180,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 215.4 მლნ ლარი (ტენდერი); 70 ათასი ლარი (გამარტივებული)
- წიაღისეულის ლიცენზია – 1 ერთეული (ქვიშა)
გიორგი ჭყონია (შპს „გზა“)
24 სექტემბერს გიორგი ჭყონიამ 60,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“. ჭყონია პარლამენტის წევრია და მას პარტიისთვის სულ 521,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო მასთან სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით დაკავშირებულ პირებს, ჯამში https://transparency.ge/ge/blog/biznesmen-giorgi-chqonias-335-milioniani…“>1.4 მილიონზე მეტი აქვთ მმართველი პარტიისთვის შეწირული. გიორგი ჭყონია სამშენებლო კომპანია შპს „გზის“ 100%-იანი წილის მფლობელია, რომელსაც თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. აგვისტოში ამავე კომპანიის დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ შეწირა პარტიას 30,000 ლარი. ჭყონიასთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სუბსიდია აქვს მიღებული შეღავათიანი აგროკრედიტის, „აწარმოე საქართველოს“ და სხვა პროგრამების ფარგლებში. აქვთ მიღებული.
- შემოწირულება (2025): 60,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 521,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 55.7 მლნ ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 448.6 მლნ; 2.6 მლნ ლარი (გამარტივებული)
- სხვა სარგებელი:
- სუბსიდიები: 1.2 მლნ ლარი (შპს მაისი 2020; შპს შატო კვირიკე)
- წიაღისეულის ლიცენზია: 1 ერთეული (წყალი)
ლაშა კვაჭაძე და ირაკლი ჩხარტიშვილი („ბლოქსი“ ჯგუფი)
ლაშა კვაჭაძემ და ირაკლი ჩხარტიშვილმა 11 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100,000 ლარი შეწირეს. კვაჭაძეს ადრეც ჰქონდა პარტიისთვის თანხა გაღებული (ჯამში – 240,000 ლარი). ისინი დაკავშირებულნი არიან მსხვილი დეველოპერული კოპანია „ბლოქსთან“ (შპს „ბლოქსი პლიუსი“, შპს „ბლოქსი ნუცუბიძე“). ჯგუფში შემავალ კომპანიებს (შპს რადიუსი, შპს ბლოქსი ბელიაშვილი, შპს ბლოქსი-ოკრიბა, შპს ბლოქსი თავდადებულზე, შპს ბლოქსი სარაჯიშვილზე და სხვ.) 2017 წლიდან 150 ათას კვ.მ-მდე ფართობის მშენებლობის ნებართვა აქვთ მიღებული. ჯგუფთან დაკავშირებულ შპს „ზემელს“ 2020 წელს მიღებული აქვს სუბსიდია „აწარმოე საქართველოს“ საბიუჯეტო პროგრამიდან.
-
შემოწირულება (2025): 100,000 ლარი
-
სულ შემოწირულება: 280,000 ლარი
-
მშენებლობის ნებართვა: ჯამში 148,300 კვ.მ.
- სუბსიდია: 53,050 ევრო
თენგიზ წულაია და დიმიტრი ადამია („არქი“ ჯგუფი)
თენგიზ წულაიამ და დიმიტრი ადამიამ „ქართულ ოცნებას“ ერთსა და იმავე დღეს, 2025 წლის 5 სექტემბერს ერთი და იგივე ოდენობის თანხა, ჯამში 110,000 ლარი შეწირეს. ისინი ერთმანეთთან ათზე მეტი კომპანიის მეშვეობით არიან დაკავშირებული, მათ შორის „არქი“ ჯგუფში შემავალი არაერთი კომპანიით (შპს არქი გურამიშვილი, შპს არქი ვარკეთილი, შპს ლისი არეა კაპიტალი და სხვა). ჯგუფი გამოირჩევა მიღებული სამშენებლო ნებართვების დიდი მოცულობით, რაც ასობით ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მათთან დაკავშირებულ კომპანიებს ასევე მიღებული აქვთ სოლიდური სუბსიდიები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
- შემოწირულება (2025): 110,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 310,000 ლარი
- მშენებლობის ნებართვა: 612 ათასი კვ.მ. (შპს მუხიანი დეველოპმენტი, შპს სმართფილდ დიველოფმენთ, შპს პრაიმ არქი და სხვა)
- სუბსიდიები: 1.4 მლნ ლარი (შპს „იტონგ კავკასუს“, შპს „გლას სერვისი“)
- ჯგუფის წევრები და მათი ინდივიდუალური შემოწირულებები:
- თენგიზ წულაია: 55,000 ლარი
- დიმიტრი ადამია: 55,000 ლარი
გიორგი რუბაშვილი (შპს „ქართლი“)
გიორგი რუბაშვილიმა „ქართულ ოცნებას“ 15 სექტემბერს 50,000 ლარი შეწირა, მასთან დაკავშირებულია სამშენებლო კომპანია „ქართლი“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში და მრავალმილიონიანი კონტრაქტები აქვს მიღებული.
- შემოწირულება (2025): 50,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 70,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 8.2 მლნ ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 55.9 მლნ ლარი (ტენდერი); 321,000 ლარი (გამარტივებული)
ამირან წკრიალაშვილი (შპს „პროდიუს ინვესტმენტ“)
ამირან წკრიალაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 29 სექტემბერს 60,000 ლარი შეწირა, მას სულ პარტიისთვის 105,000 ლარი აქვს შეწირული. წკრიალაშვილთან დაკავშირებულია სამშენებლო კომპანია „პროდიუს ინვესტმენტი“ სახელმწიფო ტენდერების აქტიური მონაწილეა.
- შემოწირულება (2025): 60,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 105,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 38.5 მლნ ლარი (ტენდერი)
ავთანდილ სვანიძე (შპს „მშენებელი 2012“)
ავთანდილ სვანიძემ „ქართულ ოცნებას“ 30 სექტემბერს 10,000 ლარი შეწირა, მასთან დაკავშირებული კომპანია „მშენებელი 2012“ რეგულარულად იღებს სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტებს.
- შემოწირულება (2025): 10,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 10,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2024-2025 წლები): 4.6 მლნ ლარი (ტენდერი); 288 ათასი ლარი (გამარტივებული)
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 18.1 მლნ ლარი (ტენდერი); 730 ათასი ლარი (გამარტივებული)
შემომწირველებთან დაკავშირებული სხვა ბიზნეს-ჯგუფები
ჩანქსელიანების ჯგუფი („ბევრილი“ / „გრანდე“)
გოდერძი და ნერუ ჩანქსელიანები დაკავშირებული არიან ხორბლისა და ფქვილის ბიზნესთან (შპს „ბევრილი ჯგუფი“), რომელმაც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან თითქმის 4 მილიონი ლარი მიიღო. ასევე, ჯგუფს აქვს ბიზნეს ინტერესები სასტუმრო და სამშენებლო სექტორში (შპს „გრანდე ჯგუფი”). ჩანქსელიანებმა სექტემბერში 80,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“.
- შემოწირულება (2025): 80,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 113,230 ლარი
- სუბსიდიები: 3.9 მლნ ლარი (ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, 2020-2021 წწ.)
- მშენებლობის ნებართვა: 21,209 კვ.მ. (შპს გრანდე ჯგუფი, 2019-2023 წწ.).
ზურაბ ნასყიდაშვილი (შპს „დოქტორ გუდსი“ / „მესხეთის მეფრინველეობა“)
ზურაბ ნასყიდაშვილი დაკავშირებულია სხვადასხვა პროფილის ბიზნეს საქმიანობასთან, მათ შორის სამედიცინო, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებში. მასთან დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში, იღებენ აგროსუბსიდიებს და სამშენებლო ნებართვებს. ნასყიდაშვილმა „ქართულ ოცნებას“ სექტემბერში 50,000 ლარი შეწირა, სულ მას პარტიისთვის 110,000 ლარი აქვს შეწირული.
- შემოწირულება (2025): 50,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 110,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 3.5 მლნ ლარი (ტენდერები, „დოქტორ გუდსი“, „ინტერ კონსტრუქშენი“); 3.7 მლნ ლარი (გამარტივებული, „დოქტორ გუდსი“)
- სუბსიდიები: 594,750 ლარი (შპს „მესხეთის მეფრინველეობა“ 2015-2024 წწ., შპს „საგურამოს მეფრინველეობა“ 2020 წ, „დოქტორ გუდსი“ 2021 წ.)
- მშენებლობის ნებართვა: 1,724 კვ.მ. (შპს „კაპიტალ მენეჯმენტი“ 2021წ.)
ნიკოლოზ პატარიძე (შპს „კავკას პლასტი“)
ნიკოლოზ პატარიძის კომპანიები „კავკას პლასტი“ და „აა პლასტი” სახელმწიფო სუბსიდიების მსხვილი ბენეფიციარები არიან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. პატარიძემ „ქართულ ოცნებას“ 55,000 ლარი შეწირა, სულ მას პარტიისთვის 225,000 ლარი აქვს შეწირული.
- შემოწირულება (2025): 55,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 225,000 ლარი
- სახელმწიფო შესყიდვები (2015 წლიდან): 323,000 ლარი (ტენდერი); 126,000 ლარი (გამარტივებული)
- სხვა სარგებელი:
- სუბსიდიები: 1.1 მლნ ლარი („კავკას პლასტი“, „აა პლასტი“, 2015-2022 წწ.)
- მშენებლობის ნებართვა: 11,382 კვ.მ. (შპს „ბიზნეს-ცენტრი ბელიაშვილი“, 2021 წ.).
ნანა ბიწაძე (შპს „ლურჯი მოცვი“)
ნანა ბიწაძემ სექტემბერში 10,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“. ეს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული მისი პირველი შემოწირულება იყო. მისმა კომპანიამ შპს „ლურჯი მოცვი“ 2022 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის და პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
- შემოწირულება (2025): 10,000 ლარი
- სულ შემოწირულება: 10,000 ლარი
- სუბსიდიები: 1.03 მლნ ლარი (შეღავათიანი აგროკრედიტი, „დანერგე მომავალი“, 2022წ)














კომენტარები