• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება” – ცესკო

ალია ავტორი - ალია
11:25 12-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ორგანიზაციის მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება – ასე ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისია „სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

გთავაზობთ “ცესკოს” განცხადებას:

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ როგორც 1 ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან ერთად გამოაქვეყნა.

ცესკოს მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იყო 3 657 ძირითადი საარჩევნო უბანი (ამ უბნებში არ შედის სპეციალური და საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნები). შესაბამისად, ორგანიზაციის მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, ჯერ კიდევ 4 ნოემბერს, დეტალურად დაამუშავა მონაცემები და მოამზადა სტატისტიკური ინფორმაცია საუბნო შემაჯამებელი ოქმებისა და შესაბამისი შესწორების ოქმების საფუძველზე. სწორედ ამ ეტაპზე დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ის დისბალანსი, რომელიც იწვევდა კითხვებს და უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან (მონაწილეთა ხელმოწერები) მიმართებაში, ფიქსირდებოდა 60 საარჩევნო უბანზე, რაც წარმოადგენს საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 1.64%-ს.

შემდგომში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესწავლის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და გადათვლების საფუძველზე გარკვეულ შემთხევებში დაზუსტდა ე.წ. დისბალანსები. შესაბამისად, საბოლოო მონაცემებით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ნაწილში, ბიულეტენების მეტობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების 19 ოქმში ფიქსირდება. აღნიშნული ინფორმაცია დამუშავებულია 14 ნოემბრის მდგომარეობით და დეტალური ცხრილი განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

იხილეთ დეტალური სტატისტიკა საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით (გამოქვეყნდა 15 ნოემბერს)

ასევე, ცესკომ გამოაქვეყნა ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევებზე სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით (გამოქვეყნდა 15 ნოემბერს)

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაურკვეველი რჩება ზუსტად რას გულისხმობს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დასახელებული ბიულეტენების მეტობის ე.წ. დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ზე. ეს მონაცემი რადიკალურად განსხვავებულია და არსებითად აცდენილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებულ ცესკოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს როგორც 4 ნოემბრის მდგომარეობით, ისე საბოლოო მონაცემების მიხედვით.

შესაძლოა დავუშვათ ვარაუდი, რომ ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა საუბნო საარჩევნო კომისიების შესწორების ოქმები, რომელიც საუბნო შემაჯამებელი ოქმების განუყოფელი ნაწილია და არაერთი არჩევნებია წარმოადგენს დამკვიდრებულ საკანონმდებლო მექანიზმს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საჭიროებს დაზუსტებას და მეტი ინფორმაციის წარმოდგენას, რაც აუცილებელია საკითხის ობიექტური შესწავლის, შეფასებისა და ზოგადად პროცესის სანდოობისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ამ და ნებისმიერ სხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს როგორც “სამართლიან არჩევნებთან”, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved