348
გახარიას პარტიის წევრი, რუსუდან თევზაძე კულტურის სამინისტროს პარტიული ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლებაში ადანაშაულებს. თევზაძე თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა.
თევზაძე ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს სამინისტრომ იძულებული გახადა დაეტოვებინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია. მისი განცხადებით, სამინისტრო უნივერსიტეტს ბიუჯეტით ევაჭრებოდა.
რუსუდან თევზაძე:

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და ულევი ბედნიერება და წარმატება გისურვოთ.

გასული წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შევეცადე ცხელ გულზე არ გამეკეთებინა შეფასებები. ვფიქრობ, დღეს ამის გაკეთება უკვე შესაძლებელია და რელევანტურიც ჩემი მხრიდან.

ათეული წელია ვემსახურები განათლების სისტემას, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა პოზიციებზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ბუნებრივია რომ ახალგაზრდების აღზრდა-განათლება გახლავთ.

მე მათ ვასწავლი, რომ ნებისმიერი საქმის თავდადებით და პროფესიონალურად კეთება ქვეყნის სიყვარულის ინდიკატორია, ქვეყნის ჭეშმარიტი სიყვარული კი სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუნდამენტი.

იყო შენი ქვეყნის კარგი მოქალაქე, ნიშნავს იყო სამართლიანი, ჰუმანური, კანონმორჩილი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების შექმნის არსებითი წინაპირობაა.

ამავე დროს, სწორედ იქ იწყება ახალგაზრდების იმედგაცრუება, სადაც სახელმწიფო პრაქტიკულად ფეხქვეშ თელავს და ღიად უპირისპირდება დემოკრატიულ ღირებულებებს, არაფრად აგდებს პიროვნების კომპეტენციას, ქვეყნისადმი უანგარო მსახურებას და პრიორიტეტად მხოლოდ კონკრეტულ პარტიულ კუთვნილებას მიიჩნევს.

სამწუხაროა, მაგრამ უკვე ათწლეულებია, სახელმწიფო ინსტიტუციების მართვის მახინჯი ფორმა ძალაშია და მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ძირმომპალ ერთპარტიულ კომუნისტურ სისტემასაც კი უწევს კონკურენციას.

ამ ეტაპზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩემს ექვსწლიან საქმიანობასა და მიღწევებზე არ ვისაუბრებ. მიღწევები თვალსაჩინოა და ხელშესახები (ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მოძიება). განვლილი 6 წელი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, დიდწილად საეტაპოა და განსაზღვრავს უნივერსიტეტის პოზიტიურ მოცემულობას, როგორც შინაარსობრივად, ასევე ინფრასტრუქტურულად.
ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მე კვლავ ჩემი არჩევანის ერთგული ვრჩები.
ჩემი არჩევანია
კომენტარები