• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიტკოინები, ივანიშვილის გარანტია და ბაჩიაშვილის მილიონები – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:11 09-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,903

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

„ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში თავისი ვილა 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მოდით, ეს ინფორმაცია ივანიშვილთან მორიგებით დასრულებული დავისა და ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების კონტექსტში შევაფასოთ.

როგორც ბაჩიაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა განაცხადა, მისი ყოფილი კლიენტის ადგილსამყოფელი საიდუმლოა. რატომ არის ეს საიდუმლო, გაუგებარია. როგორც ჩანს, ივანიშვილმა პირადი ტყვე გაათავისუფლა და ის ახლა უცხოეთში იმყოფება. ქონების გაყიდვა და ამ თანხის მის ანგარიშებზე აკუმულირება იმაზე მიუთითებს, რომ ის ივანიშვილისგან საფრთხეს არ ელოდება. რა აძლევს მას ამის გარანტიას, უცნობია. ან რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, ესეც უცნობია.

ბაჩიაშვილის მიმართ არაერთი მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მათ შორის-მისი დუბაიდან გატაცება. მას სურს თუ არა, ამ საქმეზე სასამართლოში ბევრი რამის მოყოლა მოუწევს.

მოდით, ახლა განვიხილოთ, რა მოცულობის სადავო თანხაზე იყო საუბარი და როგორ წარმოიქმნა საზღვარგარეთ ის ქონება, რომლის ერთი ნაწილის რეალიზაციის შესახებაც ახლა შევიტყვეთ.

სასამართლო განხილვებიდან ირკვევა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ფლობდა დაახლოებით 9 000 ბიტკოინს. მათი ღირებულება პიკზე 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღევანდელი მდგომარეობით კი დაახლოებით 700 მილიონ დოლარს უტოლდება. ბაჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილი მისგან ამ ბიტკოინების ნახევარს ითხოვდა. ვინაიდან მოლაპარაკება ვერ შედგა, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გაიქცა.

2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაახლოებით 9 000 ბიტკოინის დაბრუნება დააკისრა. რამდენი ბიტკოინი გადასცა მან საბოლოოდ ივანიშვილს, უცნობია. თუ გავითვალისწინებთ პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს რაოდენობა ნახევარზე ბევრად მეტი იყო.

თუ მან ამ კრიპტოვალუტის რაოდენობის მხოლოდ 20 პროცენტი მაინც მიიღო, მისი ქონება მხოლოდ ამ აქტივიდან, დღევანდელი ღირებულებით, 140 მილიონ დოლარს აღემატება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას უფრო მეტი დარჩა, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონებაც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სადღაც თხუტმეთეულში იმყოფება. ეს ბიტკოინები რომ შერჩენოდა, უპირობოდ ნომერ მეორე იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა არც მისი ქონების სიდიდე გვაინტერესებს და არც მისი წარმომავლობის წყაროები. ამ ისტორიის განხილვისას, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან (დაჭერებთან) კონტექსტში, ადვილად მივხვდებით, რა ტიპის მაფიოზური სისტემა ყალიბდება ქვეყანაში.

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა $51.5 მილიონად გაყიდა — ამერიკული მედია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved