• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბითური თაგვივით კუთხეში ავიტუზები და სულ ჯანსუღის სტრიქონები მახსენდება…”

ალია ავტორი - ალია
00:36 09-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

თაკო ჩარკვიანი, რომელიც ამჯერად კოვიდინფიცირებულია და კლინიკაში წევს, სოციალურ ქსელში, წერს:

“როგორც კი გამიჭირდება ხოლმე (საერთოდ) ჯანუკის ვთხოვ ხოლმე -მააა დამეხმარე რა?! ეს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემიანის დაკარგვის შემეშინდება, ისე დიდი “კურდღლობით” არ გამოვირჩევი, ახლობლებიც და ექიმებიც დამეთანხმებიან ალბათ (მართლა ასეა) აი მოახლოებულ, ახლობლის განშორებას თუ ვგრძნობ, ბითური თაგვივით კუთხეში ავიტუზები და სულ ჯანსუღის სტრიქონები მახსენდება -დედას მიუძღვნა:

“შენ ნუ გგონია რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ უზენაესს რამეს შევუთქვამ, მე მიჭირს შენთან განშორება თორემ სიკვდილი, სიკვდილი რაა, სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან”, ჰო საოცარი სიტყვებია მართლა…..

მოკლედ ეს დღეები დრო იმდენი გაქვს ადამიანს ფიქრისთვის და ვიღაც იკითხავს სიკვდილზე ფიქრისო ??? არააა, პირიქით -სიცოცხლეზე, განვლილზე შენს განვლილ ცხოვრებაზე, რა გხიბლავს, რა გენანება, რა არ გააკეთე, ან რა გააკეთე, ზუსტად იცი რომ რაღაცას არ გააკეთებდი???? აბა რა გითხრათ, გეტყვით რომ ერთის შემშურებია მხოლოდ. რისი???? სიჩუმის. რატომ??? იმიტომ რომ კარგია და სასარგებლოა???? არა, რა თქმა უნდა არა, აბა მაშ რა? რა და მომგებიანიაო ერთმა მითხრა, შენ არ ცხოვრობ მომგებიანადო. მართლააა ?? ვკითხე და თითქოს შემრცხვა ჩემი შეცდომის – “წამგებიანად რომ ვცხოვრობ” იმისი. ჰო ??ალბათ ! მორჩილად დავეთანხმე კეთილისმსურველს, მერე მახსოვს მთელი გზა დოლიძის ქუჩამდე ფეხით წამოვედი რუსთაველიდან და ჩემთვის ვფიქრობდი მაშინ, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ მართლა მომხვდა გულზე “ტყუილ-მართალი” თუ იმიტომ, რომ თავი რომ დავუქნიე მორჩილად კეთილისმსურველს რჩევა -დატუქსვის გამო, ვერ გეტყვით, ალბათ ორივე

მერე მახსოვს ჩემი დიდი ძაღლის ხმამ დამაყენა კარგ ხასიათზე, იგრძნო რომ სახლს მივუახლოვდი და მთელ ქვეყანას შეატყობინა ყეფით -მოდისო, გამიხარდა, კიბეზე ავედი სახლის კარი გავაღე, სუნი-სურნელი ვიგრძენი ჩემი ძველი კეთილი სახლის, ნოტების, წიგნების და ცოტა ჩემი სუნამოსი ერთმანეთში არეული, შემეგება ჩემი ბაგუ ამლოკა, შემომახტა, ( ბაგუ ქართული ნაგაზი იყო- ჩემი მეგობარი)

სამზარეულოში გავედი ყავა დავისხი, თან ბაგუს ვეუბნებოდი მოიცა ახლა ყავას დავისხამ და მოგეფერები თქო, ზუსტად ისე მორჩილად დამეთანხმა ჩემი ძაღლი, აი როგორც მე იმ კეთილისმსურველს, მეც ჩემი დიდი ძაღლივით მორჩილი ვიყავი ერთი საათის წინ, გამეცინა საკუთარ თავზე …..

ახლა ფიქრის დრო რომ მაქვს, მაინც ნაკბენივით მახსოვს ის სიტყვები, ფიქრობ ადამიანი რა შემზარავი სიტყვააა მომგებიანი ანუ იცხოვრე თუ არა მომგებიანად რა ვიცი აბა, სამშობლოს სიყვარული და ცოტა იდეალისტი თუ ხარ და თუ ეს წამგებიანია, ესე იგი ვიცხოვრე წამგებიანად, ჩემმა მშობლებმაც წამგებიანად ალბათ

ახლა ჩემი, დოლიძის ძველი სახლი მახსენდება ძველი სურნელით და ჩვენი ოჯახის ფრიად საინტერესო, სავსე და ვიღაცისთვის შეიძლება “წამგებიანი” ცხოვრება პეკინის 2-ში, ჰოდა მადლობა ღმერთო იმ სურნელისთვის, იმ სტრიქონებისთვის, იმ სახლისთვის, იმ ჰანგებისთვის, იმ ქუჩისთვის , მადლობა იმ ადამიანებისთვის ვისაც ვიცნობდი და მახსოვს, მადლობა ამ “წაგებისთვის”!”

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved