• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის მიერთებაზე “ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
16:49 07-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
365

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს დღეს პირველად გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ თემაზე “ზედმეტი აჟიოტაჟი” არ უნდა ავტეხოთ:

“”მინდა შეგახსენოთ ყველას, არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი ჩვენ პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და ასზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ”.

ცნობისთვის, მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე რუსეთის მფლობელობაში გადადის.

შეგახსენებთ, ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე უწოდა ანექსია.

ოკუპაცია რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება. ოკუპაცია უნდა გავმიჯნოთ ანექსიისაგან, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის სრულ ან ტერიტორიის ნაწილის ძალით მიერთებას გულისხმობს.

შეუძლია, თუ არა, პრემიერს ანექსიის განსხვავება ოკუპაციისგან – უცნობია, რადგან, ის არც კი ახსენებს ანექსიას.

ისევე, როგორც, არ ამბობს, რას ნიშნავს ზედმეტი აჟიოტაჟი – რამდენი აჟიოტაჟია ნორმა და რამდენი ზედმეტი და როგორ, რა ხერხებით შეიძლება განისაზღვროს ერთი მეორესგან და ვინ განსაზღვრავს? პრემიერი არც იმას ამბობს, თუ ჩვენ არ ვიხმაურებთ, ჩვენი მიწის სრულად მითვისებაზე, მაშ, ამას ჩვენ ნაცვლად ვინ გააკეთებს?

“რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, ეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიაა” – პრეზიდენტი

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved