დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ე.წ. საელჩომ მოსკოვსა და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის, 2014 წლის ნოემბერში დადებული “ხელშეკრულება” გამოაქვეყნა.
“დოკუმენტში” წერია, რომ 186 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთს 49 წლით იჯახის წესით სიმბოლურ 1 რუბლად გადასცემს, მისი მოქმედება კი მომდევნო 15 წლით ავტომატურად გრძელდება.
რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის დადებულ “შეთანხმებას”, აფხაზი ახალგაზრდები რამდენიმე თვეა აპროტესტებენ.
რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანიამ, ამ დოკუმენტზე საუბრისას, თქვა: “რუსეთისთვის მიწის მიყიდვაზე საუბარიც არ შეიძლება”.
“რუსეთისთვის მიწის მიყიდვაზე საუბარიც არ შეიძლება” – ასლან ბჟანია ბიჭვინთაზე
კომენტარები