• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიჭო, წადი, ერთი, ირანში, კიდევ უფრო მეტად გააგიჟებ ამ ხალხსო” – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
13:50 05-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,397

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინდა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე თეირანში ბიძინა ივანიშვილის მითითებით ჩავიდა.

როდესაც დღეს, ამ ვითარებაში განსაკუთრებით მიდის ქვეყნის ხელისუფლების წარმომაგენელი, პირველი პირი ირანში დაკრძალვაზე, ეს არის ორი რამის მაჩვენებელი. ერთი ის, რომ კი, ხაზგასმულად უნდა მას, რომ ამ სივრცეში, ჰამასის და თალიბანის ლიდერების სივრცეში იდგეს და ამ სივრცეში აჩვენოს საკუთარი როლი და ადგილი და მეორეს მხრივ, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის თითის ტაკება დასავლეთისთვის მორიგ ჯერზე, რომ ზუსტად ასე მოვიქცევით, თუ თქვენი მხრიდან იქნება რაიმე სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენს მიმართ. ჯერ კიდევ წინა საღამოს საქართველოს მთავრობას ირანში ამ დაკრძალვაზე დასწრება დადასტურებული არ ჰქონდა და დილით, მათთვისაც მოულოდნელად გააკეთეს ეს განაცხადი.

ძალიან მარტივი ამოხსნა მაქვს ამისი, პროზაული: საუბარი შედგა ბატონ ბიძინასა და ბატონ ირაკლის შორის, სადაც იმან უთხრა, რომ „ბიჭო, წადი, ერთი, ირანში, კიდევ უფრო მეტად გააგიჟებ ამ ხალხსო“ და აი, გადაწყვიტა, რომ წავიდეს. მას ხომ უყვარს ამ ტრიოებით ლაპარაკი. როგორ გვითხრა? რაღაც სიმშიდე, რაღაც IQ-ო, ხოდა, აი, ჰამასი, თალიბანი და მოსკოვი, ეს იყო, სავარაუდოდ, მისი გუშინდელი საუბრების არეალი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმ წახალისებების ფონზე, რაც ერთის მხრივ დუგინისგან, მეორე მხრივ ოფიციალური მოსკოვისგან იღებს ჩვენი ხელისუფლება, იქაც ალბათ, მხარზე ხელი მოარტყეს და შეუქეს საქციელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე, – ამბობს ხიდაშელი. 

საქართველოს პრემიერი ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა.  აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა. ამასთან, ცნობილია, რომ დემოკრატიული სამყაროს არცერთი ლიდერი ირანში არ ჩასულა, თუმცა თეირანში იყვნენ რუსი მაღალჩინოსნები. რუსული  და ქართული სამთავრობო ბორტები გვერდი-გვერდ იდგნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved