• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა ცივი ომის შემდეგ მაქსიმალურს მიაღწია – SIPRI

ალია ავტორი - ალია
15:29 06-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა ცივი ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია და, სავარაუდოა, რომ ბირთვული შეიარაღება კვლავ გაიზრდება. – ამის შესახებ  სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI-მა) 2022 წლის დასკვნები გამოაქვეყნა.

“მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი მიღწევები იყო ბირთვული იარაღის კონტროლისა და ბირთვული განიარაღების კუთხით, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალია”. – აღნიშნა SIPRI-ის დირექტორმა, დენ სმიტმა.

9 ატომური შეიარაღების მქონე სახელმწიფო – აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის მთლიანი რაოდენობა 2022 წელს 2021-თან შედარებით ოდნავ შემცირდა, მომდევნო ათწლეულში ბირთვული შეიარაღება სავარაუდოდ გაიზრდება.

“ატომური შეიარაღების ყველა სახელმწიფო ზრდის ან აუმჯობესებს არსენალს. ამასთანავე, აძლიერებენ ბირთვულ რიტორიკას და მეტ ყურადღებას უთმობენ მათ სამხედრო სტრატეგიებში ბირთვული იარაღს […] ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა”. – თქვა SIPRI-ის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის დირექტორმა, ვილფრედ ვანმა.

ანგარიში, ასევე, შეეხო ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებას. ექსპერტთა შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისთვის მოლაპარაკებები თითქმის არ განიხილება.

“მკაფიო ნიშნები არსებობს იმისა, რომ ცივი ომის შემდეგ დაწყებული გლობალური ბირთვული არსენალის შემცირების ტენდენცია სრულდება”. – ამბობს ვილფერდ ვანი.

თეგები: SIPRIბირთვული იარაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved