• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბინძური რევოლუციის” გეგმა – “ეს რაც მოხდა არის დასაწყისი იმისა, რისი განხორციელებაც მალე სურთ” – სოსო გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:52 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი, სოსო გოგაშვილი:

– საკმაოდ მძიმე წინასაარჩევნო პერიოდია, არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირა დარჩა, რას უნდა ველოდოთ ამ ბოლო კვირაში და რას უნდა ველოდოთ, უშუალოდ არჩევნებზე?

– ძალიან ბინძურ არჩევნებს ველოდები. ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს და რაც თავი მახსოვს, რამდენი არჩევნებიც მინახავს – მე მსგავსი რამე არ მახსოვს, არც შევარდნაძის დროს, არც წინა ხელისუფლების დროს, ეს რაც მოხდა არის დასაწყისი იმისა, რისი განხორციელებაც მალე სურთ. არის რაღაცები, რაზეც ადამიანი თვალს ვერ დახუჭავს, მით უმეტეს, როდესაც ხედავ, რომ შენი ქვეყნის განვითარების მთავარი ბაზისის, ეკლესიის ნგრევა მიდის, ამას მიჰყვება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. თავიდან ბოლომდე გაპარტახდება ქვეყანა. ამ ეტაპზე, ამ არჩევნებზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არჩევნები უნდა შეფასდეს როგორც რეფერენდუმი. მე არ მეშინია ამ სიტყვის – რეფერენდუმი, ამაზე საუბარი ნაცებმა დაიწყეს და მერე ყველას, ვინც ეს გაიმეორა, ნაცის სატელიტობას აბრალებენ და რომელიმე სიტყვაზე ექსკლუზივი აქვთ ნაცებს? და მათ თუ თქვეს, მე არ შემიძლია, რომ ვთქვა? ამ არჩევნებზე ხალხმა შიში უნდა გატეხოს. მე ჩემ თანამოქალაქეებს ამ შიშის გატეხვაში სიმართლის თქმით მივეხმარები, „სახალხო პარტია“, რომელშიც მე დავბრუნდი, პროცესში შემოვა, გააქტიურდება, ახალ სისხლს გადაისხამს, ძველ პარტიულ სახეებთან ერთად, პარტიაში იხილავთ მოტივირებულ, ჭკვიან ახალგაზრდებს და საჯარო სამსახურში გამოცდილ ადამიანებს, მათ შორის მე – მთლიანობაში, მჯერა, პოზიტიურ შედეგს დავდებთ. ამჯერად სულ 10 ოლქი გვაქვს, დედაქალაქს თუ არ ჩავთვლით. ამის შემდეგომ უკვე ველოდებით ახალი ეტაპის დაწყებას – ეს არის მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის. არჩევნებამდე შეიძლება კიდევ ვიხილოთ ბინძური და მიუღებელი მეთოდებით ბრძოლა, ვინც ეს დაგეგმა, ის ეცდება ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სამწუხაროდ, მათ, გარკვეულ მიზანს მიაღწიეს. ოცნებამ თავისი გზა თავად აირჩია და რაც დათესა, იმას იმკის. მე მათზე მეტად არ ვდარდობ, მხოლოდ იმას განვიცდი, რომ ჩემი ყოფილი გუნდია და თან ამ წუთას სახელმწიფოს მართავს. ყველაზე ღირებული ჩემთვის ეკლესიაა და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ხელი შევუშალო მავანთ ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში.

– ფიქრობთ, რომ ეს „ხავერდოვანი რევოლუციის“ გეგმაა?

– მე ამას დავარქმევდი ბინძურ რევოლუციას, რომლის მოხდენაც უნდათ. მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც არ ვეთანხმებით ამ მეთოდებით სახელმწიფოს და ეკლესიის განადგურებას, ხელი უნდა შევუშალოთ. არ უნდა მოხდეს არანაირი რევოლუცია. ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ კოალიციურ მთავრობაზე, ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რადგან,  ჩემი აზრით, კოალიციური მთვარობა დიდხანს ვერ გაძლებს, შემდეგ მოხდება ისეთი ახალი პოლიტიკური კოალიციების ფორმირება, რომლებიც ახალ მთავრობას დააკომპლექტებენ.

– პირადად თქვენ და „სახალხო პარტია“ ვისთან ითანამშრომლებთ პოლიტიკურად?

– არ ვითანამშრომლებთ იმათთან, ვინც ტერორისტებთან რამე კავშირშია, არც იმათთან ერთად, ვინც ქვეყნის მტრებთან რამე კავშირშია, ყველა დანარჩენთან შესაძლებელია თანამშრომლობა. უშეცდომო ამქვეყნად არავინაა და ყველას აქვს ნაკეთები ცუდი და კარგი. აი, ამ ჩარჩოებში შეიძლება მოხდეს პოლიტიკური თანამშრომლობა.

– ბევრი არჩევნების წინ მინახავს დაანონსებული არეულობა, სროლა, მკვლელობა – თუმცა, ახლა ყველაზე ახლოს ვართ ზღვართან – რამდენიმე დღის წინ, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლეს, უამრავი ადამიანი წერს დაშინებაზე, დმანისში ორი ადამიანი დანით დაჭრეს – ყველაფერზე მიდიან ამ არჩევნების მოსაგებად?

– მე რასაც ვუყურებ, მმართველი ძალა ყველა გზით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება და ეს უკვე მანიაკალურ მისწრაფებაში გადასდის, ყოფილი ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაში, ისიც ასევე ყველა გზით ცდილობს დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამიტომ, მე ვისურვებდი, მათი პროცენტები ძალიან შემცირებულიყოს, თუმცა, დარჩენილიყოს მცირე დოზით, თუ შეძლებენ და პოლიტიკურ სპექტრში შემოვიდეს ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც იქნებიან ორიენტირებულნი პროგრესზე, ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და საგარეო ურთიერთობების გამყარებაზე. თუ ეს არ მოხდა, რისი დაშვებაც არ მინდა, მაშინ კარგ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, სამწუხაროდ.

ინტერვიუ მოამზადა თამო კეშელავამ

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

15:24 11-17-2025
რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ

14:00 11-17-2025
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
ახალი ამბები

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

13:40 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved