• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბილეთი წინასწარ ჰქონდა აღებული… 20 ჭრილობის მიყენების შემდეგ, სადარბაზოში გამოვარდა და მეზობელს შეეჩეხა… – რა უცნობი დეტალები გაირკვა კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით?

ალია ავტორი - ალია
11:02 09-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

სადარბაზოში, სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები ბექა ჯაიანის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდო დამნაშავე კესარია აბრამიძესთან საღამოს 7 საათისთვის მივიდა, 15 წუთში კი კიბეებზე ჩაირბინა და კორპუსი დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, საქმეში დევს მკვლელობის იარაღიც, რომელიც სამართალდამცველებმა აბრამიძის ბინიდან ამოიღეს.

იქ მცხოვრებლებს ჩხუბის ხმა არ გაუგიათ, გაიგეს მხოლოდ ქალის ყვირილი. გარეთ გასულ ერთ-ერთ მეზობელს კი სწრაფად მიმავალი ჯაიანი სადარბაზოში შეეჩეხა. სწორედ მან იპოვა მოკლული აბრამიძე საკუთარ ბინაში, სცადა სისხლდენა შეეჩერებინა, თუმცა ქალს სხეულის სხვადასხვა არეში 20-მდე ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობა რომ დიდი ალბათობით დაგეგმილი იყო, ამას ადასტურებს ფრენის ბილეთი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ჯაიანს წინასწარ ჰქონდა ნაყიდი. სამართალდამცველებმა ის ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით დააკავეს. 26 წლის ბექა ჯაიანს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბექა ჯაიანის მამაც. რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძებას, უცნობია, თუმცა ოჯახის სხვა წევრები ამბობენ, რომ ჯაიანისა და კესარია აბრამიძის ნაცნობობის შესახებ იცოდნენ, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ოფიციალურად ჯერ არ არის ცნობილი დანაშაულის მოტივი, თუმცა კესარია აბრამიძის მეგობრები ვარაუდობენ, რომ პარტნიორმა, ქალი, მის მიერ სოციალურ ქსელში დადებული ფოტოებისა და ურთიერთობის გასაჯაროების გამო მოკლა. ასევე ყვებიან, რომ ჯაინს კესარიაზე აქადეც არაერთხელ უძალადია და ამის შესახებ სოციალურ ქსელი რამდენიმე თვის წინ თავად დაზარალებულიც წერდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved