• რეკლამა
  • კონტაქტი
05:12, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბილაინის მხარდაჭერით თბილისში ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
14:44 11-01-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
781

 

31 ოქტომბერი, 2022 – ბილაინის მხარდაჭერითა და კომპანია DEGAMEFI-ს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა.

ღონისძიებამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა 1200-ზე მეტ ადამიანს, მოწვეულ და საერთაშორისო ექსპერტ სპიკერებს, საინვესტიციო ფონდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპებს, არტისტებს, დეველოპერებს და ზოგადად ამ სფეროს წარმომადგენლებს.


გარდა მთავარი საკონფერენციო მსვლელობისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 5 სხვადასხვა შინაარსის სივრცე: ბიზნეს ექსპო, სტარტაპ კონკურსის ოთახი, ტექ ოთახი, ნფტ გალერეა და სპეციალური სტუმრების ზონა.

სტუმართა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ნფტ გალერეამ და ტექ ოთახმა, სადაც ორი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა და მსმენელთა ნაკადი. ტექ ოთახში გაიმართა ტექ ლექციები და ვორქშოპები, სადაც აქტიურად ჩაერთო სტუმართა ის ნაწილი, რომელსაც ტექნიკური ცოდნის გაღრმავება სურდა.

ნფტ გალერეაში კი, გარდა საგამოფენო ნამუშევრებისა გათვალისწინებული იყო ყველა ის პირობა, რაც ვიზიტორებისთვის კომფორტულ გარემოს. გალერეაში წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნფტ პროექტის – #CRYPTOPUNKS-ის ნამუშევარი. ბიზნეს ექსპოს სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების ინსტალაციები. განსაკუთრებულად საინტერესო კი – ვებ 3 თამაშების კომპანიების ინსტალაციები იყო. ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე ეთამაშათ და დაეტესტათ ესა თუ ის პროდუქტი და თამაში, მიეღოთ მონაწილეობა გათამაშებებში და მოეგოთ პრიზები.


ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 ადგილობრივმა და საერთაშორისო სტარტაპმა. კონკურსის შედეგად, გამოვლინდა ორი გამარჯვებული და გადაეცათ დაწესებული პრიზები.

ბილაინი ციფრული სტრატეგიისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
ფარგლებში აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული და სტარტაპ ეკოსისტემის
მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნული სფეროების განვითარებას,
ცოდნის გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:
media@beeline.ge

ბილაინის შესახებ
მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“, სრულად ქართული კომპანიაა
რომელიც ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.4
მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G
800/1800 MHz მომსახურებით. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბილაინს წამყვანი
პოზიცია უკავია ბაზარზე საკუთარი მომხმარებლის მიერ მობილური ინტერნეტის
მოხმარების მაჩვენებლით, რომელიც 76%-ს აღწევს. ბილაინი ასევე წამყვანია ბაზარზე 4G
ტექნოლოგიის გამოყენების მიხედვით, რომლის წილიც მისი აბონენტების მიერ
ინტერნეტის მოხმარებაში 92.5%-ს შეადგენს.

თეგები: ბილაინიკონფერენცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved