ბილ და მელინდა გეითსების ფონდი კორონავირუსთან ბრძოლისთვის 10 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ ფონდის ვებგვერდზე ვრცელდება.
განცხადების თანახმად, გამოყოფილი თანხები ჩინეთსა და აფრიკაში ვირუსთან ბრძოლას მოხმარდება. კერძოდ, მათ შორის 5 მილიონი დოლარი ჩინეთს გადაეცემა, რათა დაინფიცირების შემთხვევების იდენტიფიცირება, დაინფიცირებულების შესაბამისი მოვლა და ვაქცინის და სამკურნალო მეთოდების განვითარების დაჩქარება მოხდეს.
დანარჩენი 5 მილიონი კი აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურს მოხმარდება, რათა აფრიკის კავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსისგავრცელების წინააღმდეგ საჭირო ზომები იქნეს მიღებული.
კომენტარები