• რეკლამა
  • კონტაქტი
19:21, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიძო და მისი ბანდა მოვა, დაგითვლის და დაგიწერს თანხას, მოგცემს ვადას და მოგთხოვს მიტანას…“ – რა სქემაზე წერს ლევან ხაბეიშვილი?

ალია ავტორი - ალია
19:10 11-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46
ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:
„შუშის თვალით, გაშტერებული იყურება ქოცი ჩინოვნიკი, როდესაც ესაუბრები – სამშობლოზე, სახელმწიფოზე, თავისუფლებაზე… ასეთ დროს, ჩასუქებული ლოყებიდან დიდი ჰოთ-დოგი „პაწუა“ ლუკმად, რომ იყურება და მაიონეზ-კეტჩუპს „დაიწუწებს“ – აი ამაზე მეტს იდარდებს ვიდრე იმაზე, რომ ანწუხელიძის გასამართლებას მოაწერა ხელი…
რატომ?
იმიტომ, რომ ხელი უფასოდ მოაწერა და პიჯაკში 3000 ლარი აქვს გადახდილი… მოკლედ ესაა მისი მორალის ანა-ბანა. ამიტომ მათთვის, მათ ენაზე გასაგებად მოვყვები.
ოპოზიცია უკვე დევნილია, შევიწროებულია, გაღატაკებულია, ციხეშია… ამ მხრივ დამატებით, საკუთრივ „ოპოზიციას“ ვეღარაფერს დაუშავებს! ერთია მისი ანტისახელმწიფოებრივი, რუსული ზრახვები და მეორე – შიდა, საკუთარი სიხარბის, „ფულის ამოღების“ მიზნები. ყველას ხელი მოაწერინა და დატოვა სიტუაციაში „არც აქანა მიმიღონ, არც იქანა… თავს ვერ მევიკლავ და…“
რომ გააფორმებს საბოლოოდ, მერე ნახეთ ფულის ამოღება, გაწეწვა, შანტაჟი, მუქარა, სროლა (რიჟვაძე არ დაგავიწყდეთ) ოჯახებით დაგაწიოკებთ ზუსტად იმათ, ვისაც ფული გაქვთ. ახლა ხომ უხარია ისკო დასენს აზარტული თამაშების „მაგნატს“, ანტონ ობოლაშვილებს და მისნაირებს…. ჰოდა, მერე ნახეთ ბიძო, რომ მოითხოვს „დაყაჭეთ“ ფულები!!!
სანამ ოპოზიცია არსებობდა, ბიძინას სჭირდებოდა ჩიგოგიძე – გურიაში, დალაქიშვილი – რუსთავში, ჯაფარიძე – სვანეთში, ენუქიძე – რაჭაში და ა.შ.
ფხაკაძეები და უფრო მსხვილები – არჩევნების შავი ფულის „ყულაბისთვის“, ლილოს ბაზრის მეპატრონეები ფულისთვის არჩევნებში და პლუს მოვაჭრეების ხმებზე სანადიროდ…
ახლა რაში დასჭირდება რომელიმე?!
არჩევნებს აუქმებს – ანუ ხმები არ ადარდებს, ფულიც რატომ უნდა დახარჯოს თუ ოპოზიცია აღარ არის?
და რა ხდება ამ დროს?
ბიძო და მისი ბანდა მოვა, დაგითვლის და დაგიწერს თანხას, მოგცემს ვადას და მოგთხოვს მიტანას… ზრდილობიანად ვამბობ, თორემ სხვანაირადაც შეიძლება თქმა…
საჭირო აღარაფერში ხარ – ოპოზიცია აღარაა, ბიძოს შიში აღარ აქვს, რომ სხვაგან „გადახვალ“, რადგან უბრალოდ გზა აღარაა…
ჰოდა, მოგიწევს მიიტანო… თავის დროზე მიიტან?! ოოო… მაშინ კიდევ დაგიმატებენ „ამას ჰქონია მოტივით“… დააგვიანებ?! მაშინ დაგაწიოკებენ, დაგაშანტაჟებენ…
ორივე შემთხვევა მივა იქამდე, რომ უბრალოდ „გამოგისვამთ“ ბიძინა და ფულიც აღარ დაგრჩებათ!
თქვენთვისაა ეს პროცესი და ვწუხვარ, „მინიმალური“ ტვინი არ აღმოგაჩნდათ!
გაგძარცვავთ ბიძინა!
TV იმედი, რუსთავი 2 და POST-TV უსწრაფესად ჩაირაზება! ტყუილი ხარჯია და მაგ შავ ფულსაც ბიძო „შეაქუჩებს“… რა საჭიროა სამთავრობო არხი, თუ არჩევნები, კონკურენტი, „მტერი“ აღარ არსებობს?! ტყუილად გადაყრის ფულს ვიღაც მწვანეთვალება ოპერატორის შესანახად?! ცხადია არა!
რეალურად, „სამთავრობო“ მედია, ჩინოვნიკები საკუთარ თავს უწყობთ ხაფანგს და თან დიდი ჟივილ-ხივილით აკეთებთ ამას!
დღეს თუ რამე გავლენა გაქვთ ოპოზიციის, ოპოზიციური ტელევიზიების, არასამთავრობოების, ხალხის დამსახურებაა და არა იმის, რომ ბიძინას უყვარხართ…
რა ხალხი „დაარბია“, შეავიწროვა, დააწიოკა ნუ დაივიწყებთ – ბერას ძიძა, ნათელმირონი, გრიგოლ „მესაიდუმლე“ და ა.შ.
მოკლედ თქვენს „აღსასრულს“ აახლოებს ბიძინა და მომკითხავიც არ გეყოლებათ! ვისაც ფული გაქვთ მათ გეშინოდეთ!!! უკლებლივ ყველას!
ნუ იჩეჩავ მხარს, ნუ გგონია, რომ შენ არ შეგეხება – შეგეხებათ ყველაზე მეტად მათ, ვისაც ყველაზე ნაკლებად გგონიათ!
საჯაროდ ვაფრთხილებდი ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ჯუანშერს, მიქაუტაძეებს, ქარსელაძეებს და მათაც ეღიმებოდათ…
ისე აგიხდეთ ყველაფერი
ახლა თქვენი დროა!“
თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved