• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინაზე კიდე ისედაც მისახედია და ასედაც” – მშვილდაძე

ალია ავტორი - ალია
16:24 04-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

ფორმულას თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:

“ხალხის, საქართველოს, ჩვენი მიზანია, რომ ევროპისკენ გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი, ბიძინას მიზანია, რომ დაგვტოვოს რუსეთის გავლენის სფეროში – აი ამ ჭრილში უნდა შევაფასოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არ მივიღებთ – ესაა აქ მთავარი, და არა ვინ როგორ შეეცდება მერე გადაეწყოს პლან ბე-ზე, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ტოვებს კომფორტის ზონას.
ამ თვალსაზრისით, სრულიად ნათელია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს საჩვენოდ და ბიძინას წინააღმდეგ – და ვერავითარი განწირული შეტენვა ამაზე ვეღარ უშველის ბიძინას – ამიტომ შეცდომაზე უარესია ახლა იმაზე წუწუნი, რომ საშიშროებაა კანდიდატის სტატუსი ბიძინამ არ მიიწეროს – გაცილებით პატარა საფრთხეა ეგ, ვიდრე რუსეთში შეტენვა და მიხარია, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს წუწუნი არსად შემხვედრია და არც გავამახვილებდი ამ საკითხზე ყურადღებას, რომ არა ორი მიზეზი:
1. პროპაგანდა ცდილობს ეგრე დახატოს და მიზეზი არ უნდა მიეცეს
2. საერთო ლოგიკური არგუმენტი რომ გვქონდეს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანას მინიმუმ ევრაზიულ კავშირებში და ესენგეებში და 3+3-ებში ვერ შეგვათრევენ – და ეს არაა ცოტა.
მიზანი სასამართლო და საარჩევნო სისტემების და მთლიანად ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირება და დეცენტრალიზაცია არის, ცხადია, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არათუ ხელს შეგვიშლის, არამედ პირიქით, დაგვეხმარება და უბრალოდ მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს მოქალაქის პასპორტის ძალას, ვალუტას, ქართულ მიწას, უძრავ ქონებას და ყველა იმ სიკეთეს, რითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ისარგებლებს, ღირებულებას და პერსპექტივას ჰმატებს.
ბიძინაზე კიდე ისედაც მისახედია და ასედაც – და ისე უფრო ადვილი იქნება, იმიტომ უნდოდა ამას ასე”
თეგები: მიშა მშვილდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved