• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინას ,,საჩუქარი” თბილისელებს – ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
14:12 01-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30,902
ოპოზიციონერი ირაკლი აბესაძე:
? ბიძინას ,,საჩუქარი” თბილისელებს:
✔️”ლაგუნა ვერე”-ს ეხლა ვერ მივხედავო
?65 სართულიანი კომპლექსი, ჯამურად 155 588 კვ.მ საცხოვრებელი და კომერციული ფართობი, ქართუს საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას – ეს ყველაფერი გმირთა მოედანზე (სატრანსპორტო კვლევის ფაილი არ იხსნება, იმედია არსებობს და როცა გაიხსნება, ვნახავთ რა გველის)…

 

“ნეტგაზეთის” ცნობით, განაცხადის თანახმად, დამკვეთი შპს “კოსტავას 69” ითხოვს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შეუთანხმოს. თუ ეს ასე მოხდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევს და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემა ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.

კომპანია „კოსტავას 69-ს“  დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“. კომპლექსის სართულების მინიმალური რაოდენობა 1-ია, ხოლო მაქსიმალური – 65. მშენებლობის ფართობია 33500კვ.მ. პროექტი მოიაზრებს კომერციულ საოფისე, საცხოვრებელ და დამხმარე ფართებს. პროექტში ხშირად მოიხსენიება ისტორიული „ლაგუნა ვერეც“. დამკვეთი ამბობს, რომ „ლაგუნა“-ს ნაგებობასთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სამუშაოებს“, თუმცა, აქვე დასძენს:

„ყოფილი საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე,“ – ამბობენ პროექტის ავტორები.

 

„ახალი მოცულობის (მოცულობების) დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ამ ტერიტორიის ირგვლივ არსებული ბუნებრივი რელიეფის თავისებურება და არქიტექტურის ლანდშაფტთან შესაბამისი მასშტაბი. მოცულობის (მოცულობების) დასმისას სასურველია გათვალისწინებული იყოს ვრცელი ხედვითი არეალების დაუფარაობის პრინციპი, რადგანაც ერთიანი განაშენიანების ფარდა მთლიანად დაარღვევს აღნიშნული სივრცითი მონაკვეთის ურბანულ კონტექსტს ისე, როგორც ეს მოხდა `სატივეს~ კომპლექსის შემთხვევაში.

ქალაქისათვის „ლაგუნა ვერეს“ რეკრეაციული ფუნქციის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალ არქიტექტურულ კომპლექსში განახლდეს აუზის თემა და მასზე დაბრუნდეს მოზაიკური პანო,“ – წერენ პროექტის ავტორები

თავად „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მფლობელი შპს „ლაგუნა ვერეა“. მისი დირექტორი ასევე კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუ“.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიქართუ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved