• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინას 3 ფული – რომელი ფულის დაკარგვის ეშინია ყველაზე მეტად?” – მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:04 04-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,509

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

დააკვირდით,  ამერიკას რა დრო დასჭირდა მეგობარი აქტის დამტკიცებას? როგორ ბოლომდე სცადეს ყველა გზა? ხომ მიხვდით, რომ არ იყო შემთხვევით, აშშ–ის ელჩის შეხვედრა ბოჭორიშვილთან და არც ელჩის სახე, მიმიკა და სხეულის ენა იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი. აწი დაიწყება ნელ–ნელა რეალური იზოლაცია და ნეტარ არიან, ქოცები, თუ სჯერათ, რომ მათივე მომხრეები არ შეჭამენ.
ხოდა, ივანიშვილი, ცხადია, ადრე თუ გვიან, დაიწყებს საკუთარ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებებს, თუ უკვე დაწყებული არ აქვს.

ივანიშვილს დღეს აქვს სამი სახის ფული, ერთი, რაც აქამდე იშოვა და დააგროვა, მეორე, რომელსაც დღეს შოულობს, – ამწამს, როცა ამას ვწერ შოულობს, და გადახედეთ მის კრიპტოვალუტის დავებს და არამხოლოდ და მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ და მესამეა ფული, რომლის შოვნაც ხვალ უნდა – სახდეპის ანგარიშების მიხედვით, ახალი ნარკოგზები გაიჭრა საქართველოში, შემოდის და გადის ნარკოტიკი, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების მედიების მიხედვით, რუსეთს მიეწოდება სანქცირებული საქონელი, ჰყვავის ქვეყანაში, სუსის გვერდითაც კი, ე.წ. ქოლცენტრები, აქეთ კრიპტობიზნესი ჰყვავის… ხოდა, რაც მეტ ქაოსში იქნება ქვეყანა, რაც მეტი გაჭირვებული იქნება, რაც მეტი იქნება მიბმული მხოლოდ კუჭზე, მით მეტს იშოვის ხვალ.

მაგრამ უცხოური დაფინანსების გარეშე, როცა ბიუჯეტს მისი ვირთხები ხრავენ, ის დაინახავს, რომ ქვეყნის ნაწილის დაფინანსებასაც კი ვერ შეძლებს, იმ საყოველთაო დაზღვევის ბლეფიც რეალურად გამოჩნდება, მოკლედ, მეფე გაშიშვლდება და მოითხოვს გარანტიებს.

მან, ვინც მედიატორი იქნება უცხოეთიდან, უნდა იცოდეს, რომელი ფულის დაკარგვის ეშინია ივანიშვილს ყველაზე მეტად, ძველის, აწმყოს, თუ მომავლის. სწორედ ამ აწმყოს და მომავლის ფულის გამო წირავს ქვეყანას, მაგრამ არ გაწირავს საკუთარ კეთილდღეობას.

არა, რუსეთში მას ამდენის უფლებას არ მისცემენ, მით უფრო ჩაფლავებულს, და არც მის შვილებს უნდათ რუსეთში ცხოვრება. რუსეთში რომ არ უნდა, აქ რომ უნდა დაბანაკება, ამის მაგალითია ისიც, რომ ოქროს და ძვირადღირებულ ნახატებს საქართველოში ინახავს და არა სხვაგან.
ამიტომ, ან ყველაფერი ძალიან გამწვავდება და მხოლოდ შემდეგ, განწირული დასთანხმდება უსისხლოდ წასვლას და აწმყოს და მომავლის ფულზე კი არა, ნეტა, წარსულის ფულზე არ მოუწევდეს უარის თქმა, ან უნდა გადააბან რომელიმე ქვეყანაში, თავის კრიპტოქარხნებით და ბიზნესზე შეღავათებს უნდა დაპირდნენ, რაც საეჭვოა.

მას ეყო მოხერხება ეშოვა ფული ადამიანების გაჭირვებაზე, ვნახოთ, ეყოფა თუ არა მოხერხება, შეინარჩუნოს, ამ სამი ფულიდან ერთი მაინც.

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved