• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა რა შუაშიაო, არ მკითხოთ” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:35 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,445

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

მზია ამაღლობელის ამბავი არაფერში არ წერია. დემოკრატიაზე ხომ თავისთავად არაა ლაპარაკი, მაგრამ არც ავტორიტარიზმში წერია ეს, არც ტოტალიტარიზმში, არც მონარქიაში, არც ანარქიაში, არც ოხლოკრატიაში, არც ვორლორდიზმში, არც ნაცობაში და თქვენ წარმოიდგინეთ არც ქოცობაში. ეს არის რაღაც მანიაკური პათოლოგიის გამოვლინება. აბსოლუტურად არანაირი რაციონალური ახსნა არა მაქვს ბიძინას ამგვარი ქცევის.

ბიძინა რა შუაშიაო, არ მკითხოთ. არა ბიჭო ვინმე პაჭყა-პუჭყა მილიციონერ დგებუაძის მხარდაჭერის გამო აქვს ნამუსზე ხელი აღებული სრულიად ქოცელიტას, დადუმებულია საპატრიარქო და პოლიციური სახელმწიფოს ტრფიალების ვირუსია მოდებული ტროლ-ბოტების ფაბრიკა-ქარხნებში. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ერთი სიტყვაა საკმარისი, რომ “ბათუმელების” დამფუძნებელი გათავისუფლდეს, მაგრამ რატომღაც ყველას ენა აქვს გადაყლაპული, ან სრულიად უნამუსოდ ამართლებენ მის პატიმრობას, “პოლიციელი ხელშეუვალია” (ი. კობახიძე) არგუმენტით.

ასე, რომ მზიას პატიმრობაც, შიმშილობაც და ამ შიმშილობის შედეგებიც პირველ რიგში არის სწორედ პირადად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ყველა სხვა უკანონო პოლიტპატიმრის, სხვათა შორის.

აჰ, მართლმსაჯულებაში არ ერევა თურმე ბატონი ბიძინა. კაი კაცო, მართლა?..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved