• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა მაინც მაგარია! მომწიფებული ხილივით დაეცემა რუსეთის ფეხთან ქართული სახელმწიფო” – სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:41 01-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:

“უკრაინაზე რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენებაზე უარის თქმა, სინამდვილეში, რუსეთის და ქართული ოცნების კარგად გათვლილი, მრავალი წლის მანძილზე დამუშავებული პროპაგანდის შემდგომი ნაბიჯია.

ტყუილი ერთი, რომელიც ამ ქოც-რუსულმა პროპაგანდამ შეასაღა ქართველი ხალხს, მის საკმაოდ დიდ ნაწილს მაინც, ის გახლავთ, რომ 2008 წლის ომი, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალი იყო.

ტყუილი ორი-არსებობს ‘პრაგმატული’ პოლიტიკა, რომელიც თან რუსეთთან ‘დაალაგებს” ურთიერთობებს, და თან, ნატოში და ევროკავშირეი გაუკვალავს გზას ჩვენს ქვეყანას.

ამ პროპაგანდის ნაწილია, ასევე, 2008 წლის შედეგად მიღებულ ჭრილობაზე მუდმივად ხელის დაჭერა-აბა, ომი გინდათ?!

პროპაგანდის მსხვერპლი, ძალიან ბევრი ადამიანია-ბევრი, ვინც არ აღიარებს, რომ ომს ყველაფერი ურჩევნია. მაგრამ არც იმაში გამოუტყდება საკუთარ თავსაც კი, რომ პრინციპში, მზადაა ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუქმებას, რასაც ნატოზე და ევროპაზე უარის თქმა ნიშნავს.

ამიტომ, ურჩევნია, ოცნების გამოგონილ ტყუილის მატრიცაში იცხოვროს-დაიჯეროს, რომ აი, რუსეთს არ ვახსენებთ რეზოლუციაში, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ნატოშია ჩასული-ალაგებენ რა, თან ნატო და თან რუსებსაც არ აღიაზიანებენ. ბიძინა მაინც მაგარია!

ამ ტყუილებში გადის წლები, არც ერთი ნაბიჯი წინ, არც ნატოსკენ, არც ევროკავშირსკენ.

რუსეთს არ ეჩქარება, დაელოდება, სანამ ეს ოცნების მოგონილი ვირტუალური საგარეო პოლიტიკა, დასავლეთზე საბოლოო გულაცრუებით არ დასრულდება. საკუთარ თავთან უხერხულობას აღარ გამოიწვევს აღიარება, რომ დასავლეთზე უარი ვთქვით. ‘ღირსეული წაგების’ მორიგ მაგალითს შექმნის ქართველი ხალხი, შესაძლოა, საკუთარი თავი გამარჯვებაშიც კი დაარწმუნოს-ხომ გადავრჩით! ეგეთები გვიქნია?!

მომწიფებული ხილივით დაეცემა რუსეთის ფეხთან ქართული სახელმწიფო, მორიგ ჯერზე, ისე, რომ თბილისშიც არ მოუწევს ჯარის შემოყვანა. არც მიირთებს, რაში სჭირდება სარჩენი ხალხი.

ასე ახმობს ქართული ოცნება ჩვენს ნამდვილ ოცნებას, ‘ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს’-რაც, დასავლეთის გარეშე, არასდროს გამოგვივა.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილისალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved