• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, ხუთშაბათი, 30 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ივანიშვილს უკანასკნელი სახლიც რომ წაართვან, ის საქართველოში ომს მაინც არ დაუშვებს” – ზაზა შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:41 05-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,776

 

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარული ბანკის „კრედიტ სუისის” გარშემო ატეხილ მითქმა – მოთქმას ეხმიანება და წერს:

 

„დღეს ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბუნებრივია, საკითხისადმი ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, რასაც განაპირობებს როგორც ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი, ასევე მისი როლი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფაში, აქტიურად ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საერთაშორისო პრესას, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტ დეტალს ხდის საჯაროს. დღეს გაირკვა, რომ შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნას ისევ განაგრძობს. შესაბამისად, გრძელდება შანტაჟიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ნახატები და ვერტმფრენი ერთჯერადი შანტაჟის ინსტრუმენტი იყო, ძირითად მომსახურებას კი, როგორც ჩანს, ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი უწევს. შესაბამისად, შანტაჟის მთავარ ინსტრუმენტად, ბუნებრივია, ბანკი დარჩება. შესაბამისად, ივანიშვილს ყველა გადარიცხვაზე გააწვალებენ, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება და ომში საქართველოს ჩართვაც აქტუალობას არ დაკარგავს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, შანტაჟი ამ ყველაფრის შემდეგაც გაგრძელდეს, როცა დაინახავენ, რომ ივანიშვილისგან შედეგს ვერ მიაღწიეს.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილს წინ ურთულესი თვეები ელის, მასზე ზეწოლა და შანტაჟი ამ პერიოდში არათუ არ შესუსტდება, არამედ, პირიქით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამით ამერიკელები ერთდროულად ორ კურდღელს კლავენ: ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ და საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ და მეორე, შვეიცარიულ საბანკო სისტემასაც ანგრევენ. ბუნებრივია, როდესაც ივანიშვილი თავს იცავს, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაშიც ვრცელდება და შვეიცარიულ საბანკო სისტემას უდიდესი რეპუტაციული ზიანი ადგება.

ამ ყველაფერზე ერთი პატარა ისტორია გამახსენდა. ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მეცნიერი 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში და თავის სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ქართველებისთვის დახმარებისთვისაც იცლიდა. შეძლებული ქართველები პერიოდულად თხოვდნენ ხოლმე, შვეიცარიულ ბანკში ანგარიშის გახსნაში დახმარებოდა. ისიც ეხმარებოდა და როდესაც ბანკმა დაინახა, რომ ჩემს ახლობელს ბანკში ბევრი შეძლებული კლიენტი მიჰყავდა, საგანგებოდ ბანკის ერთი ოფიცერიც მიამაგრეს. 2008 წელს ამ ოფიცერმა, რომელიც ჩემს ახლობელთან იმ დროისათვის უკვე დამეგობრებულიც იყო, გამოუცხადა, სი-აი-ეი, ანუ ამერიკის უსაფრთხოების სამსახური ყველა შვეიცარიულ ბანკს „დაგვაჯდა“ და ანგარიშების გახსნა ისეთი მარტივი აღარ იქნებაო.

სრულიად ცხადია, რომ მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემა დღეს ამერიკელების მიერ იმართება. ესეც არის ჩემი ლოგიკის კიდევ ერთი დასტური და ჩემთვის იმის უტყუარი მტკიცებულება, თუ ვინ დგას ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის უკან.

ფაქტია, რომ საქართველოს ომში ჩასართავად ამერიკელები არც ძალებს დაზოგავენ და ყველანაირ უკადრებელსაც იკადრებენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს უკანასკნელი სახლიც რომ წაართვან, ის საქართველოში ომს მაინც არ დაუშვებს, ქვეყანას არავის გაანადგურებინებს და ქართველ ჯარისკაცებს, კაცებს, ქალებს და ბავშვებს არავის დაახოცინებს.”

თეგები: ზაზა შათირიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მიაწვდინეთ ეს ინფორმაცია მათ, ვინც იბრძვის “რესპუბლიკურის” გადასარჩენად – რას წერს კლინიკის მშენებლობის ხელმძღვანელის ვაჟი
ახალი ამბები

მიაწვდინეთ ეს ინფორმაცია მათ, ვინც იბრძვის “რესპუბლიკურის” გადასარჩენად – რას წერს კლინიკის მშენებლობის ხელმძღვანელის ვაჟი

18:31 03-30-2023
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მსოფლიო პოლიტიკაში პუტინი იყო „კანონიერი ქურდი“ და დღეს არის „გაფუჭებული ქურდი“ – სოსო ცინცაძე

19:15 03-29-2023
„ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ ისე ჩაცხრილეს ავტობუსში, გამსახურდიას უირაღო  მომხრეები, ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა – მიქარვა მოუვიდათო“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე?
ახალი ამბები

„ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ ისე ჩაცხრილეს ავტობუსში, გამსახურდიას უირაღო მომხრეები, ჯაბა იოსელიანიც კი აღშფოთდა – მიქარვა მოუვიდათო“ – რას იხსენებს სანდრო ბრეგაძე?

17:04 03-29-2023
„სინდისი გაქვთ?!. ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს?“ – ეკა ბესელია
ახალი ამბები

„სინდისი გაქვთ?!. ვინც უკანონო, დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა, თითქმის ყველა შეიფარეს, ყველა მათიანია და ვიღას ახსენებენ იმ 9 წელს?“ – ეკა ბესელია

16:50 03-26-2023

ბიზნესი

თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ ტარდება
ბიზნესი

თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ ტარდება

11:21 03-30-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს

13:31 03-29-2023
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე „ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე „ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”

11:08 03-28-2023
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა
ახალი ამბები

ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა

18:34 03-27-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved