• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიძინა ივანიშვილს ხაფანგში თავი შეაყოფინეს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
18:40 08-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე მიიღებდა, ასე უპასუხა – „ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს, ამ ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს“. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა ეს გახარიასგან, თქვენ რას იტყვით?

– ასეთ დამანგრეველს და კატასტროფულს, ცხადია, ვერ იტყოდა კობახიძე  ბიძინა ივანიშვილის გარეშე.  ვინ ვინ  და გიორგი გახარიამ ეს ძალიან კარგად იცის. ამასთან, კობახიძე როდესაც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე ლაპარაკობდა, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გვერდით ედგა. ღარიბაშვილი, თუ შეიძლება ასე ითქვას,  უფრო მეტად ითვლება ივანიშვილის კადრად, ვიდრე კობახიძე. ღარიბაშვილს სხვაზე მეტად ენდობა და პრემიერი უსიტყვოდ ერთგულია ივანიშვილისა. ამიტომაც არის, ირაკლი ღარიბაშვილს რომ  აკისრებენ პასუხისმგებლობას ევროპელი პარტნიორები და მის გადადგომას მოითხოვენ.  ბიძინა ივანიშვილსაც, ეტყობა, ვიღაცები აგულიანებენ და აიმედებენ, რომ ევროპასთან დაულაგებენ ურთიერთობებს. ვფიქრობ, ამ საქმეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვს.  ცხადია, რუსეთიც აგულიანებს, რადგან რაც უფრო შორს ვიქნებით ევროპისგან,  უფრო მეტი შანსი იქნება, რუსეთისკენ გადავიხაროთ.  თუმცა, ბიძინა ივანიშვილს ხაფანგში თავი შეაყოფინეს, ეს ცხადზე ცხადია.  როგორც არ უნდა შეეცადოს ამ არეული ვითარების დალაგებას, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს ამ „გადაგდებას“ არ აპატიებს არც  ევროპა და უპირველესად, ამერიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მთავარი დამცველია.

– ფაქტია, ძალიან ვშორდებით ევროპას და ამერიკას და  რამდენად რეალურია, რომ მალე რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ? მთლად „ევრაზიული კავშირის“ წევრობას არ ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენში ხელისუფლების ცვლილებები, საქართველოს საგარეო კურსის განსაზღვრა  რუსეთის ნებაზე რომ გახდეს დამოკიდებული, ამას ვგულისხმობ. – სიმართლე გითხრა, მაგ საშიშროებას დღეს ვერ ვხედავ. რუსეთში შემოდგომით საპარლამენტო არჩევნებია და მმართველ პარტიას საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. საკუთარი პრობლემები აქვს რუსეთს. ჩვენნაირი პატარა ქვეყნები, ვერასდროს ვერ ცვლიან საერთაშორისო პოლიტიკურ კლიმატს. საქართველოს ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს და ამას არ აპატიებენ, დასჯიან. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ სასჯელისგან, ვერც რუსეთი იხსნის და ვერც ვერავინ. მსოფლიო პოლიტიკაში უკვე დოგმაა და მას არავინ არღვევს – სუსტს ძლიერის შეურაცხყოფის უფლება არ აქვს და თუ შეურაცხყო, აუცილებლად დაისჯება. მოგვწონს თუ არა, ეს დიდი ხნის წინ  დადგენილი წესებია და მსოფლიო სახელმწიფოები ამ წესებით თამაშობენ. თუ მსოფლიოს ნაწილი ხარ, ეს წესები უნდა დაიცვა.  მით უმეტეს, სუსტის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება მისი მფარველი. ეს ძლიერებმა უნდა გადაწყვიტონ ერთმანეთში. როგორ წარმოგიდგენია ახლა, რამდენი მილიარდი ჩადეს საქართველოში ევროპამ და ამერიკამ და ეს უზარმაზარი თანხა ერთ დღეში ჩამოწერონ, ჩვენს ნებაზე მიგვიშვან და ეს სხვას მაგალითად ჰქონდეს, რომ შეგიძლია, მოწველო დიდი სახელმწიფოები და მერე „გადააგდო“, ზურგი შეაქციო და ისეთი სახელმწიფო გაიხადო პარტნიორად, რომელსაც ევროპა და ამერიკა ოფიციალურად საფრთხედ აღიქვამენ და რეალურად –მტრად. ცხადია, ამ შემთხვევაში, რუსეთს ვგულისხმობ.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved