• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ივანიშვილო, შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
15:16 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე 4 მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხმაურება და ამბობს:

 

“ეს არის ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის იბრძოლოს ამისთვის. სწორედ ამის დემონსტრირება იყო 7-9 მარტს, მათმა ნაბიჯებმა არ დააყოვნა. დიახ, დღეს სანქცირებულია 4 მოსამართლე, მაგრამ კიდევ მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. მეგობრებო, ჩვენს გვერდით არის აშშ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენს ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან. ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია. ამიტომ, მინდა პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მივმართო-შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას, “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ერქვას. ჩვენს გვერდით დგას აშშ და ევროკავშირი. იცოდეთ, თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდგომი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა. არა უბრალოდ სანქციები, არამედ კიდევ ბევრი ქმედება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება.

საბოლოო გამარჯვება არის წინ. ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როცა რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ, როცა საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და როდესაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებას ყველანი ერთად მოვახდენთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ქართული ოცნების” გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი. სხვა მოსამართლეებსაც, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში მყოფ სხვა პირებს, რომლებიც ხელს აწერდნენ ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ეს იყო აშშ-ის მთავარი გზავნილი და 7-9 მარტს იმ მრავალათასიანი მიტინგის დროს, რომელიც თბილისში, რუსთაველზე იყო. 9 აპრილს უნდა ვიყოთ ბევრი. ვფიქრობ, ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება არის სწორედ ის ძალა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებას მოგვიტანს”

 

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved