• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ივანიშვილის მეცენატობაზე და ილიაუნის სტუდენტების გუშინდელ ამბავზე” – თამთა მიქელაძე

ალია ავტორი - ალია
21:01 05-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,589

სამართალმცოდნე, თამთა მიქელაძე:

ბიძინა ივანიშვილის მეცენატობაზე და ილიაუნის სტუდენტების გუშინდელ ამბავზე მინდა ერთი აზრი გაგიზიაროთ.

ახლა, ძალაუფლებაში ყოფნის 14 წლის შემდეგ, ხომ უკვე ძალიან აშკარაა, რომ ივანიშვილი საქველმოქმედო რესურსებს მისთვის ლოიალური ელიტის მხარდაჭერის მოპოვებისთვის და პოსტ-საბჭოთა ინტელიგენციისგან სოციალური აღიარებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად იყენებდა, და არა მოწყვლადი და საჭიროების მქონე სოციალური ჯგუფების ნამდვილი მხარდაჭერისთვის.

ბოლო წლებში ქვეყანამ უმძიმესი სოციალური კატასტროგები გაიარა – ეკოკატასტროფები, ეკომიგრაცია, მასობრივი გათავისუფლებები მონოინდუსტირებიდან, ხანძრები, უმძიმესი დაავადებების მქონე ადამიანებისა და ბავშვების პრობლემები, რომელზეც სახელმწიფო სათანადოდ არ პასუხობდა, მაგრამ გახსოვთ, რომ ივანიშვილმა საკუთარი რესურსი სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების პირდაპირი მხარდაჭერისთვის გამოიყენა?!.

თან ხომ შეეძლო ეს რესურსიც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა მისთვის და მისი პარტიისთვის, მაგრამ ამ დაშვებითაც კი ეს არ გაუკეთებია, რადგან მას უკვე აღარ სჭირდება ის, რისთვისაც თავის დროზე ქველმოქმედებას აკეთებდა. ძალაუფლება დღეს მას მოპოვებული აქვს.

ხოლო ის, რაც ყველაზე მეტად სურდა, სოციალური პატივისცემის მოპოვება კულტურული ელიტებისგან, მისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა. პოსტსაბჭოთა ინტილიგენციამ, კლერიკალების ნაწილმაც ის აღიარეს მისი ფინანსური მხარდაჭერის გამო, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს საზოგადოებები ივანიშვილს ბატონად აღიქვამდნენ და მისი მორჩილები გახდნენ, მათ აღიარებას ჩალის ფასი გაუხდა. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ის ბატონი არ არის, თავად მას აქვს ჩალის ფასი.

ეს პლატონური თიმოსის, ჰეგელის ისტორიის დიალექტიკის ან ფსიქოანალიზმში კლასიკური ნაცისული სტრუქტურის ლოგიკაა. აღიარება მხოლოდ მაშინ არის სრული, როცა ის არ არის იძულებითი. იძულებითი აღიარება კი ყოველთვის რჩება ცარიელ ფორმად, რომელიც ვერ გარდაქმნის სუბიექტის შინაგან გამოცდილებას.

უფრო მეტიც, საჩუქრის ლოგიკის მიხედვით, ქველმოქმედება მხოლოდ მაშინ არის ეთიკური, როცა ის არ ტოვებს ვალად და არ ქმნის დაქვემდებარებას. როდესაც გაცემა ხდება ძალაუფლების პოზიციიდან და არა თანასწორობისგან, ის გარდაიქმნება არა ურთიერთობად, არამედ ვერტიკალურ კონტროლად, სადაც მიმღები ყოველთვის რჩება ვალდებულ მდგომარეობაში. ასეთ პირობებში „მადლიერება“ აღარ არის თავისუფალი აქტი და კარგავს მორალურ ღირებულებას საბოლოოდ როგორც მიმღებისთვის, ისე გამცმებისთვის.

ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკური ისტორია ისე დაიხურება, რომ ის სახელი და დიდებაც კი, რომელიც მის მეცენატობას უკავშირდებოდა, უბრალოდ გაქრება.

და რატომ ილიაუნის სტუდენტები?!

დღეს ილიაუნის ახალგაზრდებმა, რომლებსაც ქუჩებში სცემდნენ, არბევდნენ, აპატიმრებდნენ, ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ, უნივერსიტეტს უხურავენ და განათლებისა და წინსვლის შესაძლებლობას ართმევენ, ერთ დღეში შეაგროვეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად.

ეს აქტი მნიშვნელოვანი და ემოციური ამბავი გახდა ბევრისთვის. ყველამ ვიგრძენით, რომ ეს ემოცია იმაზე მეტია, ვიდრე ბავშვების დახმარების დიდი ემოცია. ეს რაღაც უფრო ფართო გამოცდილებაა.

ჩემი აზრით, ეს გამოცდილება იმას აჩვენებს, რომ ჩვენი სოლიდარობის და ურთიერთმხარდაჭერის პრაქტიკები ყოველდღიურად აცლის ენერგიას ივანიშვილის ძალაუფლების ლეგიტიმურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ემოციურ და სოციალურ ღერძს, თითქოსდა (სი)ქველის კეთებას.

ამ სიღარიბეში და რესურსების მიზანმიმართული ჩარმოთმევის რეალობაშიც კი ჩვენ ვახერხებთ ერთმანეთის მხარდაჭერას და ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული ჟესტები, არამედ ალტერნატიული სოციალური ონტოლოგიის გამოხატულება, რომელიც დგას დახმარებაზე, სოლიდარობაზე და წინააღმდეგობაზე.

სწორედ ასეთი პრაქტიკები აცლის ძალას რეჟიმს, მხოლოდ ასეთი პრაქტიკები ერთიანობის, სოლიდარობის, ჰორიზონტალურობის, თავისუფლების, სიყვარულის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved