წინასწარ პატიმრობაში მყოფი,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
მისი თქმით, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები მისი ოჯახის წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს გეგმავენ. პატიმარი სახალხო დამცველს, არასამთავროებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს ფიზიკურად დაიცვან მისი ოჯახი.
“როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, არასამთავროებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს – დაიცვან ფიზიკირად ჩემი უდანაშაულო ოჯახი ! “
კომენტარები