• რეკლამა
  • კონტაქტი
01:07, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის დაცვის დაჯავშნილი ავტომანქანები იყიდება

ალია ავტორი - ალია
17:15 11-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

myauto.ge-ზე საქართველოსთვის იშვიათი მოდელის 4 ერთნაირი ავტომანქანა – Ford excursion იყიდება. ოთხივეს ერთი ადამიანი – ვინმე დიმიტრი ყიდის. ორი ავტომანქანის ფასი 34-34 ათასი დოლარია, მესამე და მეოთხე მანქანა 23 და 25 ათას დოლარად არის შეფასებული. ორი მანქანა დაჯავშნილია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს ავტომანქანები ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვას ემსახურებოდა.

იგივე ავტომანქანები eAuction.ge-ზეც იყიდება. აუქციონზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მათ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია, შპს „კომპლექსს სერვისი“ ყიდის.

„კომპლექს სერვისის“ დამფუძნებელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ფირმის გენერალური დირექტორი პაატა სულაბერიძეა, რომელიც წლებია ბიძინა ივანიშვილთან მუშაობს და მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ კომპანიებს მართავს, სულაბერიძე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დირექტორიცაა.

აუქციონზე გამოტანილი ოთხივე მანქანის საწყისი ფასები განსხვავებულია და 79 ათასი ლარიდან (24000$) 106 ათას ლარამდე (33000$) მერყეობს.

განცხადებებში მითითებულია, რომ მანქანები თბილისში, ორბელიანის მოედანის მიწისქვეშა ავტოსადგომზე დგას.

გაყიდვის განცხადებებს ავტომანქანების ფოტოები ახლავს, რამდენიმე მათგანი ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორიაზეა გადაღებული.

აუქციონის დასრულებამდე ორი დღე დარჩა, ელექტრონული აუქციონის პრაქტიკით, პირველი მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში პროდუქტი ხელახლა გასაყიდად შემცირებული ფასით გამოდის.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved