• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, პარასკევი, 20 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არ უნდა მოხვიდე”

ალია ავტორი - ალია
13:38 08-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თავიდანვე არ უნდა დანიშნულიყო, ახლა მისი გადადგომა თეატრალიზებულ შოუს გავს. ამის შესახებ “2020NEWS”-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ყოფილმა წევრმა და მედიაექსპერტმა, ნინია კაკაბაძემ განუცხადა:

 „რეალურ მიზეზებზე საუბარი,  სიმართლე გითხრათ,  ძალიან მიჭირს იმიტომ, რომ ახლახანს შევიტყვე ეს ინფორმაცია და ამის რაიმე პრეისტორია,  თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი,  არ ვიცი. მოგეხსენებათ,  მე არა ვარ უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი, გავიდა ჩემი ვადა და ამიტომ არ ვიცი, რეალურად რა გახდა ამის მიზეზი. ვადა, რომელიც მაღლაფერიძემ დაასახელა, რეალობას არანაირად არ შეესაბამება, იმიტომ, რომ მანდ მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძე არაა. მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთლიანად მიიყვანა ისეთი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ზოგადად პოლიტიკური პროცესების გაშუქება მიმდინარეობს მიკერძოებულად და არაობიექტურად, ამიტომ ერთი ადამიანის გადადგომა არ განსაზღვრავს იმას, რომ მომავალ არჩევნებს ვინმე ობიექტურად გააშუქებს. ვფიქრობ, რომ ეს მოგონილი მიზეზია და არარეალისტური. რეალური მიზეზები კი, ძალიან საინტერესოა“

კითხვაზე მაღლაფერიძის გადადგომა, შესაძლოა, თუ არა, პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებოდეს,  მედიაესქპერტი გვპასუხობს:

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუმცა,  ვასილ მაღლაფერიძე როდესაც ამ თანამდებობაზე მოდიოდა,  ეს უკვე აჩენდა ეჭვს,   შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მთლიანად სარედაქციო პოლიტიკა იყო ცალსახად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ასე ვთქვათ,  მათი პოლიტიკის „გამპრავებელი“ . ახლა მაინც და მაინც არჩევნების წინ გადადგომა ამას არ ცვლის. იგი ამ თანამდებობაზე თავიდანვე არ უნდა მოსულიყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ასეთი ახლო მეგობარი და თანამოაზრე საზოგადოებრივი მაუწებლის დირექტორად არ უნდა მოხვიდე და ასევე იქ შენი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიიდან წამოყვანილი არ უნდა მოიყვანო. ახლა მისი გადადგომა უფრო თეატრალიზებულ შოუს გავს. რეალური მიზეზები კი, ვნახოთ რა იქნება“

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.

2020NEWS.GE

თეგები: ვასილ მაღლაფერიძენინია კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

17:07 06-19-2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
ახალი ამბები

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

13:47 06-19-2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

10:23 06-19-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved