• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იმავეს აკეთებს, რაც შევარდნაძემ გააკეთა და ვისაც არ ახსოვს, გავახსენებ“

ალია ავტორი - ალია
01:07 05-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

ლევან ჯავახიშვილი

„ქართული ოცნებას“ თითქმის ყოველ დღე საკმაოდ წონიანი წევრები ტოვებენ. ეს პროცესი გაგრძელდება და ეს ხალხი გიორგი გახარიას პარტიაში აღმოჩნდება. პირადად ჩემი აზრით, რომელიც, რა თქმა უნდა, ლოგიკას არის დაფუძნებული, გიორგი გახარია და მისი გუნდი, „ქართული ოცნება–2“ იქნება, ბიძინა ივანიშვილის მართული პარტია. ხელისუფლების სატელიტი პარტიები ახალი არ არის ჩვენში და მათ, ქართულ  პოლიტიკაზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ.  გარდა ამისა, პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც გარკვეული მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. სავარაუდოდ, პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდებათ „რიონის ხეობის დამცველებს“, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს.  ყველას არა, მაგრამ ზოგიერთს მაინც. მოკლედ, ახლო მომავალში, ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ქართულ პოლიტიკაში და საით შეიძლება წავიდეს ქვეყანა? ამის შესახებ „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული  პირი ესაუბრება, რომელმაც, უსაფრთხოების მიზნით,  საკუთარი ვინაობას საჯაროდ არ ამხელს.

„ალიას“ ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს, რომელიც  ფიქრობს, რომ მომავალში  მისი პარტიით  ჩაანაცვლებს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებას“: 

„დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს რომ ვუყურებ, დეჟავუს განცდა მეუფლება. 2001 წელს,  ედუარდ შევარდნაძემ, „მოქალაქეთა კავშირიდან“ ვითომ  პროტესტით წამოსული პოლიტიკოსთა ჯგუფიდან, დააარსა პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ასევე „მოქკავშირიდან“,  მართლა პროტესტით წამოსული ჟვანია–სააკაშვილის პროდასავლული გუნდი დაებალანსებინა. დასავლეთისთვის „ახალი მემარჯვენეები“ პროდასავლულ პარტიად შეესაღებინა, ეს პარტია გაეხადა საყრდენად და საჭირო შემთხვევაში, თავად ჩასდგომოდა სათავეში. ვისაც ახსოვს, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები აკრიტიკებდნენ ყველას და ყველაფერს, გარდა შევარდნაძისა და მისი ძალოვანი უწყებების  ხელმძღვანელობისა, რომელთა კონტროლქვეშაც შეიქმნა ეს პარტია. 

შევარდნაძემ დასავლეთი ვერ დაარწმუნა, რომ „ახალი მემარჯვენეები“ ჟვანია–სააკაშვილის პარტიების საპირწონენი იყვნენ და ბოლოს რითიც დაასრულა, გვახსოვს –„ვარდების რევოლუციით“ გაუშვეს ხელისუფლებიდან მისმა გამოზრდილმა სააკაშვილმა და ჟვანიამ. „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა და ეს უკვე აღარ დგას კითხვის ნიშნის  ქვეშ. თუ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რაიმეს აკეთებენ  ისეთს, რაც დასავლეთს  სურს, მხოლოდ ზეწოლით, იძულებით,  ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით. ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმავეს, რაც შევარდნაძემ გააკეთა. „ქართული ოცნებიდან“ ვითომ პროტესტით წამოსულ გახარიას უნდა შეაქმნევინოს პარტია, ამ პარტიის სხვა ლიდერებიც ყოფილი „მეოცნებენი“ იქნებიან. მოკლედ, გახარიას პარტია იქნება ივანიშვილის „ახალი მემარჯვენეები“ და მისთვის სათადარიგო დასაყრდენი. ივანიშვილი ეცდება ამ პარტიით დააბალანსოს რუსულ–დასავლური პოლიტიკა საქართველოში, გახარიას პარტია შეაჩეჩოს ხელში დასავლეთს, ვითომ პროდასავლული პარტია და  ამით, რეალურად პროდასავლული და ასევე, ულტრა–ლიბერალური პარტიები თუ პოლიტიკური ჯგუფები ჩაძიროს. თუმცა, ივანიშვილი ისევე დაასრულებს, როგორც შევარდნაძე.  გახარიას არანაირი მხარდაჭერა აქვს დასავლეთიდან და არც მომავალში  ექნება. ყველაფერს თავი დავანებოთ,  ამერიკელმა სენატორებმა პირველად რომ მიმართეს კონგრესს, სანქციები დაედოთ  საქართველოს ხელისუფლების ჩრდილოვანი თუ რეალური მმართველებისთვის, იმ სიაში გიორგი გახარია მეორე იყო ივანიშვილის შემდეგ. გახარია დასავლეთის ფავორიტი რომ ყოფილიყო, არც ამ სიაში მოხვდებოდა და თან,  დასავლეთი აიძულებდა, ადრე გადამდგარიყო პოსტიდან და ის მძიმე ტვირთები არ აეკიდა, რაც აიკიდა, არ დაეშვა ის შეცდომები, რაც პრემიერობის ბოლო ხანებში დაუშვა.  ვთქვი, ივანიშვილი შევარდნაძესავით დაასრულებს–მეთქი და ასე იქნება. ისიც რევოლუციით წავა და მას ხელისუფლებიდან გაუშვებენ ისევ „ქართული ოცნებიდან“ გამოსული პოლიტიკოსები. მისი ჟვანია–სააკაშვილი მდინარაძე–კობახიძე  და მათი მომხრე ლიბერალი პოლიტიკოსები იქნებიან. ბევრი იტყვის, რომ ეს ხალხი დღეს ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები არიან. ასეთივე მონები იყვნენ შევარდნაძისა სააკაშვილი და ჟვანია, მაგრამ როდესაც შანსი მიეცათ,  გადაუარეს შევარდნაძეს და რევოლუციით გაუშვეს სახლში, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე შანსი არ გაუშვეს ხელიდან. იგივეს გააკეთებენ მდინარაძე–კობახიძე. ელოდებიან მომენტს, როდესაც ივანიშვილი დასუსტდება, აღარც „ქართული ოცნების“ სხვა, დღეს მისი ერთგული ლიდერები, არც გახარია, მას არ გადაჰყვებიან და ამ დროს იმოქმედებენ. იმოქმედებენ დასავლეთის გეგმით და მხარდაჭერით და ვფიქრობ, რევოლუციის გზით ჩამოაგდებენ მას. „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ ლიბერალურ დაჯგუფებას, რევოლუციის გზაზე, ყველა ლიბერალური პარტია გადაყვება, რომლებიც დასავლეთიდან  ფინანსდება და დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ არიან, „ნაცმოძრაობის“ გარდა. „ნაცმოძრაობა“  ნებისმიერი ოპოზიციური ქმედების, ხელისუფლების მიმართ ნებისმიერი პროტესტის დისკრედიტაციის საშუალებაა და ამას კარგად იყენებს ივანიშვილი. ეს უკვე იმდენად თვალსაჩინოა, რომ დასავლეთი და კერძოდ, ამერიკა ახალ საპროტესტო მოძრაობას „ნაცმოძრაობას“ ახლოს არ გააკარებს. მით უმეტეს, არა ერთხელ ვთქვი „ალიასთან“, რომ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ამერიკამ დიდი ხნის წინ ჩამოწერა და მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნიათ. რატომ მიდის ივანიშვილი ზუსტად იმ გზით, რომელზედაც შევარდნაძემ კისერი წაიტეხა?

ვფიქრობ, ეს ამერიკის სპეცსამსახურების გეგმაა და ივანიშვილი მისმა გარემოცვამ დააჯერა, რომ გიორგი გახარია გაეშვა ოპოზიციაში პროდასავლური იმიჯით და მისი დასაყრდენი ძალა  ყოფილიყო. რაც შეეხება რევოლუციას, ის მშვიდობიანი იქნება და ივანიშვილს გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტიებით გაუშვებს დასავლეთი ხელისუფლებიდან. ეს შესაძლოა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც მოხდეს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% დაიწერა და ამით, ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა გამოირიცხა. ცხადია, ოპოზიცია ამ შედეგს გააპროტესტებს, ხალხს გამოიყვანს ქუჩაში, იტყვის, რომ გააყალბა არჩევნები ივანიშვილმა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ამ პროცესებს კი, მოგვიანებით, სათავეში კობახიძე–მდინარაძის დაჯგუფება მოექცევიან. მათ ექნებათ ის, რაც ხალხის დიდ მასას გამოიყვანს ქუჩაში–კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტები  ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ოდიოზური ლიდერების შესახებ. ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება და ამჯერადაც ასე მოხდება. თუმცა, ეს შესაძლოა, მოგვიანებითაც მოხდეს. სარევოლუციო მიზეზ–საბაბს „ქართული ოცნება“ ყოველთვის მისცემს ოპოზიციას, მანამდე  ულტრა–ლიბერალები გააგრძელებენ „ქართული ოცნების“ შიგნიდან დანგრევას. აქედან გამომდინარე, ისიც უნდა ვიგულისხმოთ, რომ დასავლეთი არ დაუშვებს „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას ალიანსს პარლამენტში და კოალიციის გზით, ივანიშვილის არაფორმალურ მმართველად დატოვებას.“ – განუცხადა „ალიას“წყარომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved